დავიდ დე ხეას "მანჩესტერ იუნაიტედის" ფანებმა "ოლდ ტრაფორზე" საოცარი დახვედრა მოუწყვეს. ესპანელმა კიპერმა პარასკევს ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რითაც "რეალში" ტრანსფერის საგა დაასრულა. ვან გაალმა კი დავიდი "ლივერპულთან" ძირითადში დააყენა.
მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელების მოედანზე გასახურებლად გამოსვლისას გულშემატკივრები აპლოდისმენტებით შეეგებნენ დავიდს და მისი ჩანტი იმღერეს. მოგვიანებით, სტადიონის გამმომცხადებელმა ალან კიგანმა სრულად გამოაცხადა გუნდის ძირითადი შემადგენლობა და ესპანელის სახელი ბოლოსკენ მოიტოვა. გულშემატკივრები კვლავ ოვაციებით შევდნენ გუნდის ნომერ პირველი მეკარის კარის სადარაჯოზე დაბრუნებას. ფანების ბანერზე ვკითხულობთ: "გმადლობთ დავიდ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში დარჩი!"