"მოუთმენლად ველი ამ რთული ზაფხულის უკან მოტოვებას და ჩემს გუნდელებთან ერთად წარმატებების მიღწევას" - განაცხადა დე ხეამ ახალი, 4 წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოოდ დასრულდა დე ხეას საგა, საბედნიეროდ "იუნაიტედისთვის", მაგრამ საუბედუროდ "რეალისთვის". როგორც გამოცემა AS იუწყება, ამ ტრანსფერის ჩაშლის გამო მადრიდელებმა 16,5 მილიონი ევროთი იზარალეს.
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ამ თანხიდან 5 მილიონს დე ხეა მიიღებს, რადგან "რეალმა" ზაფხულში მისი შეძენა ვერ შეძლო. გარდა ამისა, კლუბმა კეილორ კავასს იმდენი ხელფასი დაუნიშნა, რამდენიც მას "მანჩესტერში" გადასვლის შემთხვევაში უნდა მიეღო. მადრიდელებს ჯერ კიდევ აქვთ 6 მილიონი ევრო იკერ კასილასისთვის გადასახდელი. ასე რომ, უკანასკნელ წუთზე ჩაშლილმა ტრანსფერმა და დე ხეას ახალმა კონტრაქტმა "რეალს" საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა.