ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როი ჰოჯსონი თვლის, რომ ლუკ შოუს შეუძლია, ეშლი კოულის დონემდე მიაღწიოს და ისეთივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს ნაკრებისთვის,როგორიც კოული იყო მრავალი წლის განმავლობაში.
ლუკ შოუმ მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და "მანჩესტერ იუნაიტედში" ძირითად შემადგენლობაში რეგულარურად ხვდება. ინგლისელმა ეროვნულ ნაკრებში ადგილიც დაიბრუნა და შვეიცარიის წინააღმდეგ საგოლე პასითაც გამოიჩინა თავი.
"შოუ მხოლოდ და მხოლოდ 20 წლისაა და ის თუ ამ ტემპით განაგრძობს პროგრესირებას, შეიძლება ეშლი კოულის დონემდე მიაღწიოს, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით 100 მატჩი ჩაატარა. მე მას ვურჩევდი, რომ კარგად გაიაზროს კოულის ღვაწლი ნაკრებისთვის და შეეცადოს, იგივე გააკეთოს ნაკრებისთვის."
როი ჰოჯსონი ირწმუნება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული არცთუ ისე შესანიშნავი პირველი სეზონის მიუხედავად, ლუკ შოუსადმი ნდობა არასოდეს დაუკარგავს.
"ვფიქრობ, ხალხი ზედმატად აკრიტიკებდა მას, რამაც სწრაფ ადაპტირებაში შეუშალა ხელი, მაგრამ ახლა ის მეტად თავდაჯერებულია და ხალხს აღარ აფიქრებინებს იმას, თუ რატომ გაიდახადა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 30 მილიონი მასში."
"ჩვენ ყოვეთვის გვჯეროდა მისი. მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა კოსტა-რიკის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე და ყველას აჩვენა, რომ ლეიტონ ბეინს ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა. გასული სეზონი მისთვის და მისი ოჯახისთვის რთული გამოდგა, მაგრამ ეს უკვე წარსულია." - განაცხადა როი ჰოჯსონმა SkySports-თან ინტერვიუში.