თბილისი:
მანჩესტერი:
11-09-2015, 12:01
ავტორი: ViDa,
ნანახია: 3076,
კომენტარები: 12
რა ელოდება დავიდ დე ხეას?!
მეკარეების ამოცანა "მანჩესტერ იუნაიტედში''
რა ელოდება დავიდ დე ხეას?!
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელს, ლუი ვან გაალს საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება უწევს მეკარეებთან დაკავშირებით, დე ხეას არ შემდგარი ტრანსფერის შემდეგ "რეალში". ადმინისტრაციულმა ხარვეზმა, რომელშიც მადრიდელები "იუნაიტედს" ადანაშაულებენ, იქამდე მიიყვანა საქმე, რომ დე ხეა "ოლდ ტრაფორდზე" დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ კეილორ ნავასი მზად იყო, ინგლისში გადასასვლელად.

ვინ იქნება ვან გაალის ნომერ 1 მეკარე? ქვემოდ განხილულია ყველა ვარიანტი ჰოლანდიელისთვის.

დე ხეას დაბრუნება

"როდესაც გუნდში ასეთი კლასის გოლკიპერი გყავს, სისულელეა მისი არ გამოყენება", - განაცხადა Sky Sports-ის ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა "იუნაიტედის" მარცხის შემდეგ "სუონსთან".

რა ელოდება დავიდ დე ხეას?!

დე ხეას კლასი ეჭვებს არ ექვემდებარება. ესპანელი ორჯერ აღიარეს წლის ფეხბურთელად "მანჩესტერ იუნაიტედში", სტატისტიკა კი იმაზე მეტყველებს, რომ 14/15 წლის სეზონში მან გუნდს 10 ქულა მოუპოვა. ამის მიუხედავად, "იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდება მის საუკეთესო მეკარესთან მდგომარეობის აღდგენა. მიმდინარე სეზონში დე ხეა ჯერ არც ერთხელ არ მოხვედრილა განაცხადში. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, ეს გამოიწვია ფეხბურთელის ფსიქიკურმა მდგომარეობამ.

სინამდვილეში, ის რომ 24 წლის ფეხბურთელმა უარი განაცხადა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე-ცნობილი ფაქტია. ორშაბათს ესპანელმა ექსპერტმა გილემ ბალაგემ განაცხადა, რომ დე ხეას სურვილი ჰქონდა რაც შეიძლებოდა მალე დაესრულებიათ ტრანსფერი მადრიდში.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ესპანელი მეკარე ვარჯიშს რეზერვებთან გააგრძელებს, რასთან დაკავშირებით "იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა განაცხადა, რომ დე ხეას დაბრუნება გუნდში ძალიან დიდ დროს გასტანს.

"რატომ უნდა დაბრუნდეს იგი კარში? რატომ უნდა გახდეს ნომერი 1, როდესაც მან ორი-სამი კვირა გამოტოვა? მგონი, ეს ცოტა უცნაურია".

რომეროს შეცდომებმა "სუონსთან" მატჩში ხაზი გაუსვა "იუნაიტედის" პრობლემებს მეკარესთან დაკავშირებით. ინგლისის ყოფილი მეკარე პოლ რობინსონი ეთანხმება გარი ნევილის პოზიციას.

"ვან გაალმა სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. დე ხეა, რომელიც ერთი კვირის უკან "ბერნაბეუს" ფეხბურთელად ითვლებოდა, შეიძლება "იუნაიტედის" უ-21-ში აღმოჩნდეს".

რა ელოდება დავიდ დე ხეას?!

თუმცა, ყველაფერი დე ხეაზეა დამოკიდებული. ის, თუ როგორ შეხვდა იგი ჩაშლილ ტრანსფერს შეცვლის ყველაფერს. სანაკრებო შესვენება მას საკმაოდ დროს მისცემს, დაფიქრდეს საკუთარ მომავალზე "იუნაიტედში" და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი ძირითად შემადგენლობაში.

რომერო

დე ხეას არ ყოფნა იდეალური აღმოჩნდა რომეროსთვის. "იუნაიტედის" ახალწვეულმა სეზონის ექვსივე მატჩი ძირითადიდან დაიწყო. "სუონსამდე" იგი, თითქოს საიმედოდ იდგა კარში. რომერომ ორი უპასუხისმგებლო გოლი გაუშვა საკუთარ კარში "ლიბერთიზე", რაზეც ექსპერტები ამბობენ, რომ არგენტინელი პირველივე ტესტში ჩაიჭრა.

რა ელოდება დავიდ დე ხეას?!

"პრემიერლიგაში მან სამი თამაში ჩაატარა მშრალად, მაგრამ აქამდე მას პრაკტიკულად არ ჰქონდა სამუშაო. დღეს იგი პირველად აიძულეს, რომ ემუშავა. მისგან საჭირო იყო ერთი სეივი, რომელიც გუნდს გამარჯვებას მოუპოვებდა"- აცხადებს კარაგერი.

ნამდვილად, სტატისტიკის მიხედვით, ოთხი მატჩის შემდეგ პრემიერლიგაში რომეროს თითქმის არავითარი სამუშაო არ ჰქონდა მოედანზე. კარაგერი ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულია იმით, რომ მან ვერ შეძლო ბაფეტიმბი გომესის ბურთის მოგერიება ახლო კუთხეში და თვლის, რომ დე ხეა ამ ბურთს არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდა.

"დე ხეა ყოველთვის აკონტროლებს ამგვარ სიტუაციას. რომერო თავიდან გამოვარდა კარიდან, შემდეგ უკან დაიხია და აღმოჩნდა ცუდ პოზიციაში. იგი არ შეხვდა დარტყმას, მაგრამ ამავე დროს, არც ხაზზე იდგა, თითქოს ეუბნებოდა მოწინააღმდეგეს: "მოდი, მაჯობე". იგი უბრალოდ შუაში დადგა, ხოლო რეაქცია კი ცუდი აღმოჩნდა",-აცხადებს კარრეგერი.

ნევილი ამატებს: "იგი ბურთს ძალიან მიუახლოვდა, რის გამოც დარტყმის შემდეგ ვერ მოასწრო მოკეცვა, რათა რეაგირება მოეხდინა დარტყმაზე. ახლო ძელთან ყოფნისას, როგორც წესი, ფეხით უნდა ითამაშო. რომერომ ძალიან უხეში ტექნიკური შეცდომა დაუშვა".

"ჩვენ კითხვები გვქონდა რომეროსთან დაკავშირებით მატჩამდე. იგი კარგად ართმევდა თავს და არ უშვებდა, მაგრამ რომელიღაც თამაში მისთვის რთული გამოცდა იქნებოდა-ეს გამოცდა კი ''სუონსი'' აღმოჩნდა, რომელსაც მან თავი ვერ გაართვა. "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ მატჩში ერთი-ორი სეივი უნდა გააკეთოს, მით უმეტეს, თუ გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში 65 % ფლობს ბურთს. შენ ეს უნდა გააკეთო, ყველაფერი მარტივია",- ამბობს ნევილი.

რომერომ ნაკრებში 65 მატჩი ჩაატარა, მაგრამ გუნდში იგი ყოველთვის მეორე მეკარე იყო. კარრეგერი ფიქრობს, რომ სერხიო ვერ ართმევს თავს იმ მოთხოვნილებებს, რომლებიც "მანჩესტერ იუნაიტეს" აქვს პირველი მეკარესთვის: " კი, მან ითამაშა მსოფლიო ფინალში, მაგრამ არა მგონია, რომ ეს საკმარისი იყოს იმისთვის, რათა რომერომ შეძლოს "მანჩესტერთან" ერთად გუნდური ტიტულების მოპოვება".

ვან გაალი კარგად იცნობს რომეროს, მაგრამ ჯერ 28 წლის არგენტინელს არანაირი შანსი არ აქვს დე ხეას წინააღმდეგ.

"დამზღვევი" ვალდესი

ვიქტორ ვალდესი- თავსატეხის დავიწყებული ნაწილია. "ბარსელონას" ყოფილი მეკარე თითქოს შეუერთდა "ბეშიქტაშს" სატრანსფერო ფანჯრის დედლაინზე, მაგრამ მისი ტრანსფერი ჩაიშალა, ხოლო უკვე ორშაბათს ესპანელმა თავის სოციალურ ქსელში "მანჩესტერის" გერბი გამოაქვეყნა, რითაც მან თავისი ერთგულობა გამოუცხადა გუნდს.

რა ელოდება დავიდ დე ხეას?!

მისცემს თუ არა ვან გალი მას საშუალებას დაბრუნდეს? 33 წლის ფეხბურთელს ჰოლანდიელმა სპეციალისტმა აუკრძალა საჭმელი ეჭამა თანაგუნდელებთან ერთად "კარინგტონზე" მის მერე, რაც მან უარი განაცხადა უ-21-ში თამაშზე.

ივლისში ლუიმ განაცხადა: "იგი არ ხვდება ძირითადში იმიტომ, რომ არ მიჰყვება ჩვენს ფილოსოფიას. ასეთი ფეხბურთელის ადგილი გუნდში არ არის. როდესაც შენ გუნდის ფილოსოფიას არ იცავ, არის მხოლოდ ერთი გამოსავალი-გუნდის დატოვება".

მაგრამ ტრანსფერი არ შედგა, ხოლო ვალდესის საქციელიდან გამომდინარე სოციალურ ქსელში, სავარაუდოა, რომ იგი აპირებს ადგილისთვის ბრძოლას გუნდში. რა თქმა უნდა, ვალდესი დიდი მეკარეა. მან სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა "ბარსელონასთან" ერთად და თუ იგი მოაგვარებს პირად ურთიერთობას ლუისთან, "იუნაიტედს" კიდევ ერთი ვარიანტი გამოუჩნდება მისი სახით.

წყარო-Sky Sports


ვინ უნდა დაიკავოს ადგილი ძირითადში?

დავიდ დე ხეა
სერხიო რომერო
ვიქტორ ვალდესი

სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Silver
11 სექტემბერი 2015 12:02
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
ამან ხელი თუ მოაწერა, იმედი მაქვს ამას ვიხილავთ N1 მეკარედ და არა რომეროს
0
№2
ავტორი: UTD-Rule
11 სექტემბერი 2015 12:06
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
მთელი სეზონი რომეროს იმედზე რომ ვერ ვიქნებით ეს სუონსთან მატჩში გამოჩნდა.

თუ ახალი კონტრაქტი დაიდო ისევ პირველი მეკარე იქნება რა თქმა უნდა 3d_7
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№3
ავტორი: ViDa
11 სექტემბერი 2015 12:07
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
დე ჰეამ თუ კონტრაქტი გაახანგრძლივა ჰო კარგი, თუ არა და ვიქტორა დამიდეთ ძირითადში :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: AkkRed
11 სექტემბერი 2015 12:52
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჯონსთონი და ეგაა
0
№5
ავტორი: Mufc7
11 სექტემბერი 2015 12:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საინტერესო სტატია იყო, მაადლობა, ვიდოევიჩ wink რომეროს იმედად ვერ ვიქნებით მთელი სეზონი. ისეთ შეცდომებს უშვებს, გულს გაგიხეთქავს. როცა დე ხეა იდგა ხოლმე კარში, მშვიდად ვიყავი, შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ მაინც ასე არ ვნერვიულობდი. რას იმსახურებს ერთია, მაგრამ კლუბს როგორ წაადგება ეგ პრინციპები, ეგ მეორე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: Berba 9
11 სექტემბერი 2015 14:07
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
გარი ნევილმა სწორად ილაპარაკა, დროებით დე ხეა არ უნდა დადგეს კარში, რადგან რამდენიმე კვირა გაუცდა

თუმცა მეორეს მხრივ მოტივაციის ამბავიცაა, ეხლა რომ დე ხეა დააყენო ალბათ იფიქრებს რომ კლუბი მას ისევ ენდობა და ეცდება ბევრის დამტკიცებას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: PaLoMo
11 სექტემბერი 2015 14:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
Xma degeas miveci magram tu kontraqts ar moawers xels ar daayenebs lui shansi araa magis.xo kide aq ra mosatania maraa.manchesters odesme italieli mcveli yavdaa?darmianis gardaa? Da tu yavda vin mitxarit raa?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: ViDa
11 სექტემბერი 2015 14:37
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
O Neil,
კარლო სარტორი, მაგის მერე არ ყოფილა მგონი არავინ. პირველი იტალიელია ეგ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№9
ავტორი: tupaca
11 სექტემბერი 2015 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
დეხეამ გააგრძელა 2019 ამდე ეხლა ვნახე ტვიტერზე ეს არი გამარჯვება რეალზე! გილოცავთ! პერესის დედაც და მთელი რეალისაც
0
№10
ავტორი: Silver
11 სექტემბერი 2015 15:13
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 151
მოაწერააა მოაწერა ოფიციალურ ვებზე ვნახე !!!!!!!!!!!!!!!!!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top