შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში რუნიმ 50-ე გოლი გაიტანა და ამით ის ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ახლა კი დროა, მან სხვა მიზანი დაისახოს და "იუნაიტედის" ბომბარდირობაზე იფიქროს, სადაც მთავარი კონკურენტი კვლავ სერ ბობი ჩარლტონია.
უეინს 5 გოლი აკლია, რათა გაუთანაბრდეს "იუნაიტედის" ბომბარდირებს შორის მეორე პოზიციაზე მყოფ დენის ლოუს და ესპანელი ნახევარმცველი ანდერ ერერა კი ფიქრობს, რომ ამ მიზნის მიღწევაში თავად უნდა დაეხმაროს კაპიტანს.
"ჩვენ მთელი პასუხისმგებლობა რუნის და მარტიალს არ უნდა დავაკისროთ. ჩვენ დახმარება გვევალება და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნახევარმცველიც იტანს გოლს." აცხადებს ერერა. "რუნი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ისეთი ვარსვკლავები, როგორიც უეინიაა, ძირითადად ძალიან ეგოისტები არიან, მაგრამ რუნი გამონაკლისია. თქვენ ნახეთ, თუ როგორ დაუთმო მან პენალტი ჩიჩარიტოს "ბრიუგესთან" მატჩში."
"ჩვენ ამაყად და იღბლიანად ვგრძნობთ თავს, რადგან ის ჩვენ გვერდითაა. ძალიან დიდი პლუსია მენეჯერისთვის რუნისნაირი კაპიტნის ყოლა. ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და მე, როგორც თანაგუნდელი, მისგან ვსწავლობ." - განაცხადა ერერამ.