"მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ანდრეას პერეირა უარყოფს იმ ფაქტს, რომ მას და ლუი ვან გაალს ცუდი ურთიერთობა აქვთ.
"მე მაქვს ნორმალური ურთიერთობა მენეჯერთან ისევე, როგორც ყველა სხვა ფეხბურთელს. არ ვფიქრობ, რომ ის ჩემზე გაბრაზებულია. ჩემი და ვან გაალის ურთიერთობაზე ბევრი ჭორი დაწერა პრესამ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, პირადად მე კარგი ურთიერთობა მაქვს ლუი ვან გაალთან."