გუშინ, 9 სექტემბერს თბილისის დროით 19:00 წუთზე გაიმართა "ლანკაშირის თასის" პირველი ეტაპის მატჩები, რომელშიც "იუნაიტედის" რეზერვები "როჩდეილს" დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.
აღნიშნულ შეხვედრაში "იუნაიტედმა" სწრაფი გოლის გატანა შეძლო. მატჩის მე-10 წუთზე თავი ფლეტჩერმა გამოჩინა. გატანილი გოლიდან 8 წუთში ენტონი ფლეტჩერმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმის მიწურულს ერთი ბურთის გატანა მოახერხეს, თუმცა მეორე ნახევრის დაწყებიდან ორ წუთში ენტონიმ 11 მეტრიანი დარტყმით, ჰეთ-თრიკი შეასრულა და სტატუსქვო აღადგინა. გაშვებული გოლის შემდეგ "როჩდეილის" მოთამაშეები გააქტიურდნენ, თუმცა მათ მხოლოდ 1 ბურთის გატანა შეძლეს.
ამ გამარჯვებით "იუნაიტედი" თასის მე-2 ეტაპზე გავიდა. "ეშმაკები" შემდეგ შეხვედრაში "ჩელსის" ესტუმრებიან. მატჩი 13 სექტემბერს, თბილისის დროით 16:00 წუთზე გაიმართება.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.