თბილისი:
მანჩესტერი:
9-09-2015, 19:20
ავტორი: Count Alucard,
ნანახია: 1807,
კომენტარები: 8
სერ ბობი: "უნდა ამაყობდე, უეინ"
სერ ბობი ჩარლტონმა უეინ რუნის მიულოცა.
სერ ბობი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული მოთამაშე, სერ ბობი ჩარლტონი 1968 წელს ინგლისის ნაკრების ბომბარდირი გახდა და 1970 წელს სარეკორდო 49-ე გოლი გაიტანა. 2015 წლის 8 სექტემბერს "იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, უეინ რუნიმ 45 წლიანი რეკორდი დაამხო და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 50 გოლით. სერ ბობიმ კი ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა და უეინს რეკორდის მოხსნა მიულოცა.

"მე მინდა უეინს ინგლისის ნაკრების ბომბარდირობა მივულოცო" - ციტირებს სერ ბობის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი. - "ყოველთვის ვამაყობდი, რომ ამ რეკორდის მფლობელი ვიყავი, ნაკრებში თამაშს კი დიდ პრივილეგიად მივიჩნევდი."

"ვერ ვუარყოფ, რომ ოდნავ იმედგაცრუებას ვგრძნობ, რადგან ეს რეკორდი მე აღარ მეკუთვნის, თუმცა ძალიან მხარებს ის ფაქტი, რომ სწორედ უეინმა მოხსნა ის, რადგან რუნი ჩემი საყვარელი კლუბისა და ეროვნული ნაკრების კაპიტანია."

"ჩემგან და სრულიად "მანჩესტერ იუნაიტედისგან" მინდა ვთქვა: "გილოცავთ უეინ, შენ და შენი ოჯახი უნდა ამაყობდეთ. მე მჯერა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ეს რეკორდი მოუხსნელი დარჩება და შენ კიდევ დიდხანს გააგრძელებ გოლების გატანას კლუბისა და ნაკრების მაისურით."

წყარო: manutd.ru
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
9 სექტემბერი 2015 19:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
წარსულის ლეგენდამ, მომავლისას მიულოცა love იმედია ჟერარდივით პენალტებით არ გააგრძელებს სულ გატანას და თამაშიდანაც შეყრის ხოლმე.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
9 სექტემბერი 2015 19:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კლუბშიც რომ მოხსნის ეგ იქნება უფრო დიდი მიღწევა. ძალიან დიდი ხნით იქნება ეგ რეკორდი ხელშეუხებელი, კიდევ მიამატებს ბევრს
0
№3
ავტორი: Mufc7
9 სექტემბერი 2015 20:21
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რუნიშე love ახლა კლუბის მაისურით გაიტანოს გოლები მომდევნო თამაშებში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: i am united
9 სექტემბერი 2015 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 66
ლივერპულს უხიოს 1-2 მერე პსვ-ს და ფორმაშიც შევა
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 სექტემბერი 2015 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რა მაგარია როცა მანჩესტერის ფეხბურთელს ეკუთვნოდა რეკორდი და ისევ მანჩესტერის ფეხბურთელმა მოხსნა ეს რეკორდი. ბრავო მართლაც რუნის და იმედია მანჩესტერიშიც მალე გახდება ყველა დროის საუკთესო ბომბარდირი love
0
№6
ავტორი: DimaSanaia
9 სექტემბერი 2015 22:59
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ჩემი ორი ლომი love

ძალიან მიხარია, რომ მანჩესტერელი ფლობდა ამ რეკორდს და ახლა მანჩესტერელმა მოუხსნა :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№7
ავტორი: love united
10 სექტემბერი 2015 15:23
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კიდე 15 გოლი დადე რუნეე და მერე უკვე კეინი გადაგასწრებს :დ
0
№8
ავტორი: Best 7
10 სექტემბერი 2015 19:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Martlac didi mighwevaa runistvis es axla jeri klubis rekordis moxsnazea
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top