გუშინ უეინ რუნის პირად კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო - კაპიტანმა სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი დაამხო და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
"მინდა ყველა მწვრთნელს, ფეხბურთელს, შტაბს, ყველას ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, მადლობა გადავუხადო. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს ძალიან საამაყო მომენტია. იმედი მაქვს მეც და გუნდიც კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ.
საბედნიეროდ, გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, ისეთები, როგორებიც არიან ჰარი (კეინი), როსი (ბარკლი), რაჰიმი (სტერლინგი), ისინი ამ წარმატებების მიღწევაში დიდ წვლილს შეიტანენ. ძალიან მადლიერი ვარ, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, დიდი მადლობა ყველას" - დაასრულა რუნიმ.
რუნის წარმატებაზე კომენტარი ბობი ჩარლტონმაც გააკეთა: "მინდა მას ეს წარმატება მივულოცო. ყოველთვის ვამაყობდი, რომ ეს რეკორდი მე მეკუთვნოდა. ჩემი ქვეყნისთვის თამაში ყოველთვის დიდი პატივი იყო. რა თქმა უნდა იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ რეკორდს მე აღარ ვფლობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ამ მიზნის მიღწევა ჩემი საყვარელი კლუბის და ქვეყნის კაპიტანმა, უეინ რუნიმ მოახერხა. დარწმუნებული ვარ, ის შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ეს რეკორდი დიდხანს დარჩება მოუხსნელი" - განაცხადა სერ ბობიმ.
წყარო: skysports.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.