ინგლისის ნაკრების მატჩის წინა პრესკონფერენციაზე როი ჰოჯსონთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უეინ რუნიც პასუხობდა. მას დღეს შესაძლებლობა აქვს, ერთი გოლის გატანით ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.
სხვა საინტერესო კითხვებთან ერთად, უეინს სერ ალექსთან ურთიერთობაზე ჰკითხეს. რუნიმ არ უარყო, რომ მას "იუნაიტედის" ყოფილ მენეჯერთან განსხვავებული ხედვები ჰქონდა და სწორედ ეს იყო მიზეზი ბოლო დროინდელი ინციდენტისა.
"ჩვენ განსხვავებული ხედვები გვქონდა და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჰკითხეთ როი ჰოჯსონს, მასაც ჰქონია მსგავსი შემთხვევები თავის ფეხბურთელებთან. ეს ფეხბურთის ნაწილია. ერთადერთი არ ვარ, ვისაც სერ ალექსთან უთანხმოება ჰქონია, მაგრამ შემიძლია კვლავ ვთქვა, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი იყო.
სერ ალექსს იშვიათად, მაგრამ კვლავ ვნახულობ. ის ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე ჩვენთან ერთად მოგზაურობს. ჩვენ უბრალოდ განსხვავებული ხედვები გვქონდა და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი არ მოგვწონს." - დაასრულა რუნიმ.
წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.