უელსელმა ფეხბურთელმა განმარტა, თუ რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი ”იუნაიტედისთვის” პირველი ადგილით 2012 წლის დასრულება.”ჩვენ ძალიან გვეხმარება მწვრთნელის და ფეხბურთელების გამოცდილება.მათი უმეტესობა კლუბში უკვე დიდი ხანი თამაშობს.ყველას გვახსოვს, რომ შობის შემდეგაც კარგად თამაში გვმართებს.ჩვენ თუ მომდევნო 10-12 მატჩს წარმატებულად ჩავატარებთ, ჩათვალეთ, რომ ჩემპიონები გავხდებით.ეს არის სეზონის გადამწყვეტი ნაწილი და კარგად უნდა ჩავატაროთ მატჩები.ჩვენ გველის რთული მატჩები პრემიერ ლიგაში,ინგლისის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე.ძალიან გახარებული ვარ, რადგან კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით კომფორტული სხვაობით.”-ციტირებს რაიანის სიტყვას manutd.com.
გიგზმა გაიხსენა ”იუგანთან” წინა წლის მატჩი გასვლაზე, სადაც სერ ალექსის ბიჭებმა 3 ქულა დაკარგეს.”ჩვენ ძალიან ცუდათ ვითამაშეთ, ”იუგანმა”- პირიქით და დამსახურებულად გაიმარჯვეს კიდეც.სეზონის ბოლოს მე გავვოცდი მათი ადგილით ცხრილში, თითქოს მათი კოლექტივი არ იყო ძლიერი.რობერტო მარტინესმა კარგი სამუშაო გასწია მისი კლუბისთვის.”
”საშობაო პერიოდი- ეს ძალიან რთული დროა.ჩვენ გვიწევს 12 დღეში 4 მატჩის ჩატარება.ამ პერიოდში შეიძლება ისეთი შედეგი აჩვენო, რომ შენი შანსები ძალიან შეიცვალოს.ყველაზე მთავარია არ გქონდეთ პანიკა და ირწმუნოთ თქვენი ძალები.ვიმედოვნებ, იანვირს შემდეგაც ამ პოზიციაზე ვიქნებით.”