ინგლისის ნაკრების კაპიტანი უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ ის საკუთარი ნებით ეროვნულ ნაკრებს არ დატოვებს მისი განსაკუთრებული სიყვარულის გამო. "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს შანსი აქვს ისტორიის წიგნის ერთი ფურცელი გადააკეთოს - უეინს ერთი გოლი უკლია და ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.
უკვე თორმეტი წელია, რაც რუნი ქვეყნის ღირსებას იცავს. კარიერის პირველი სანაკრებო გოლი მან მაკედონიას გაუტანა.
"ჩემთვის ინგლისის ნაკრებში თამაში ძალიან დიდი პატივია. ვფიქრობ, არ დადგება ის დღე, როცა მე აქ თამაშზე უარს ვიტყვი. მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება დავტოვებ თუ არა ნაკრებს და არა ჩემი. ვფიქრობ, ევროპის მომდევნო ჩემპიონატისთვის მზად ვარ. ვგრძნობ, რომ გაგრძელება შემიძლია, ყოველ შემთხვევაში ვეცდები. მაგრამ თუ მენეჯერი იტყვის, რომ ჩემპიონატისთვის მზად არ ვიქნები, მის გადაწყვეტილებას დავეთანხმები და ჩემპიონატს გამოვტოვებ." - დაასრულა რუნიმ.
უეინი მომდევნო სანაკრებო მატჩს დღეს გამართავს "უემბლის" სტადიონზე, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ.
წყარო: skysports.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.