ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ განაცხადა, რომ მაიკლ კერიკი იძულებული იყო, დაეტოვებინა ინგლისის ნაკრების სავარჯიშო ბაზა და მანჩესტერში დაბრუნებულიყო.
34 წლის ინგლისელი სათადარიგო სკამიდან ადევნებდა სან მარინოსა და ინგლისის ნაკრებთა შეხვედრას, ახლა ტრავმის გამო ვერ შეძლებს "უემბლიზე" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას და, დიდი ალბათობით, "ლივერპულთან" გასამართ მატჩსაც გამოტოვებს.
ტრავმის სერიოზულობა და გამოჯანმრთელების ვადა ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნიატედის" სამედიცინო ცენტრში შეამოწმებენ.