Mirror-ის თანახმად, მარკოს როხოს შანსი ჰქონდა, სატრანსფერო ფანჯრის დროს "მონაკოში" გადასულიყო, მაგრამ არგენტინელმა ისინი უარით გაისტუმრა.
წყაროს თანახმად, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" დედლაინზე ანტონი მარტიალს იფორმებდა, მათ გამიზნული ჰქონდათ, გაეცვალათ იგი მარკოს როხოში, მაგრამ უკანასკნელი მათგანი არ დათანხმდა ამ ტრანსფერს და ამის შემდეგ მოხდა ანტონის შეძენა უფრო დიდი თანხის სანაცვლოდ, ვიდრე ეს "წითელ ეშაკებს" ჰქონდათ გააზრებული.
წყაროების თანახმად, ამ ზაფხულს ლუი ვან გაალი უკმაყოფილო იყო თავისი არგენტინელი ლეგიონერით, რომელმაც დასვენების შემდეგ ტურნეზე გამგზავრება დააგვიანა. ტურნეს შემდეგ ლუი ვან გაალმა მარკოსი დააჯარიმა და გუნდიდან მისი გაშვება დააპირა, რის შემდეგაც მარკოს როხომ კომენტარი გააკეთა:
"ამ ზაფხულს რამდენიმე კლუბისგან მივიღე შემოთავაზება, მაგრამ მე ყველა მათგანს უარი ვუთხარი, რადგან მე მოვხდი ისეთ უდიდეს გუნდში, როგორიცაა"მანჩესტერ იუნაიტედი". მე არ ვაპირებ დანებებას, ყველანაირად ვეცდები მივიღო რაც შეიძლება მეტი სათამაშო პრაქტიკა. როდესაც გუნდი ტურნეს შემდეგ დაბრუნდა, მე და ლუი ვან გაალმა ვისაუბრეთ და მან განაცხადა, რომ ჯერ კიდევ მის გეგმებში შევდივარ"
ვან გაალი ძლიერი პიროვნებაა, ის ძალიან მომთხოვნია და ყოველთვის ითხოვს, რომ ფეხბურთელმა თავისი მაქსიმუმი აჩვენოს. მან მითხრა, რომ მე შემიძლია, კონკურენცია გავუწიო დეილი ბლინდს ცენტრალური მცველის პოზიციაზე ან მარცხენა ფლანგზე, სადაც მე გასულ სეზონში რამდენჯერმე მომიწია თამაში. - დაასრულა მარკოსმა.