ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარი მწვრთნელის მაიკლ ონილის თქმით, ევანსმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჯონი ევანსი, რომელიც ''იუნაიტედში'' 2006 წლიდან ირიცხებოდა "ვესტ ბრომვიჩში" გადავიდა. ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ჯონი ევანსი ზუსტად იქ მოხვდა, სადაც მისი ადგილი ყველაზე მეტად საჭირო იყო.
"ჯონი ძალიან გახარებულია იმით, რომ თავისი მომავალი ნათელია და არანაირი საკითხი გაურკვეველი არაა დარჩენილი. მას "წითელი ეშმაკების" რიგებში სათამაშო დრო თითქმის საერთოდ არ ჰქონდა, მიზეზად კი მისი ტრამვიანობა სახელდებოდა. ახლა ის "ვესტ ბრომვიჩშია" და მას, რა თქმა უნდა, მეტი სათამაშო დრო ექნება. ახლა ევანსს ყველაზე მეტად სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, ეს როგორც მასზე, ასევე ნაკრებზეც დადებითად აისახება." - დაასრულა ონილმა.