Manchester Evening News- ის ცნობით, ვალდესს პირველ გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად არანაირი შანსი არ გააჩნია. ლუი ვან გაალმა გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთადერთი ტრანსფერი განახორციელა - გადმოიყვანა "კატალიონთა" გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი, რომელიც თითქმის 1 წლის უთამაშებელი იყო. მან "იუნაიტედის" მაისურით 3 მატჩი ჩაატარა და საკუთარ კარში 4 ბურთი გაუშვა.
როგორც იცით, წინასასეზონო ტურნეში გამგზავრებამდე ლუი ვან გაალსა და ვიქტორ ვალდესს შორის უთანხმოება წამოიჭრა, რის შემდეგაც ვალდესი არა მარტო ტურნეს მიღმა დარჩა, არამედ "ვალენსიაში" მის გაყიდვასაც აპირებდნენ, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა.
იმის მიუხედავად, რომ ყოფილი "კატალონიელი" პრემიერ ლიგის განაცხადში ყველასდა გასაკვირად მაინც მოხვდა, ეს მას დამშვიდების საშუალებას არ აძლევს და არც იმის გარანტიას, რომ რომ ლუი ვან გაალი მას მოედანზე ისევ დააბრუნებს. წყაროზე დაყრდნობით, ლუი ვან გაალი არ აპირებს, არჩევანი ვიქტორ ვალდესზე შეაჩეროს. მეტწილად, ეს მტკიცდება იმითაც, რომ ესპანელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის განაცხადში არ იყო შეყვანილი.