"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერს, ეშლი იანგს სჯერა, რომ დავიდი თავდაჯერებულობას დაიბრუნებს და ყველანაირ სირთულეს გაუმკლავდება.
შეგახსენებთ, რომ ''იუნაიტედის'' რამდენიმე ფეხბურთელმა დე ხეას თანადგომა გამოუცხადა და მხარი დაუჯირა მისი კარიერის ყველაზე რთულ მომენტში. ახლა კი ინგლისელი თანაგუნდელის, ეშლი იანგის დრო დადგა.
იანგი სჯერა, რომ დავიდი თავდაჯერებულობას მალე დაიბრუნებს და ყველანაირ სირთულეებს გაუმკლავდება, რომელიც ბოლო დროს მის კარიერაში წამოიჭრა.
''დე ხეა ნამდვილი პროფესიონალია. მისი დამოკიდებულება საქმესთან დაკავშირებით ყოველთვის მაღალ დონეზე იყო და ის არასოდეს ვარდებოდა ეჭვქვეშ. დარწმუნებული ვარ, სიტუაცია, რომელშიც იგი ახლა აღმოჩნდა, მასზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს.''
იანგმა კომენტარი ასევე მათ ახალწვეულზე, მარტიალზე გააკეთა.
''მე ფრანგულ ჩემპიონატს თვალს არ ვადევნებდი, მაგრამ მსმენია, რომ ანტონი ძალიან ნიჭიერია. ის ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიულია. მე მჯერა, რომ ის ყველანაირად ეცდება, ''იუნაიტედში'' საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი.''
''პირადად მე, დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა მატჩში მივიღო მონაწილეობა, მაგრამ კონკურენცია ჩვენს გუნდში ძალიან მაღალია, საუკეთესოთა შორის მოსახვედრად კი ბრძოლა მოგვიწევს. ამ სეზონში ჩვენი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, ასე რომ, აუცილებელია, ვიყო საუკეთესო კონდიციებში, რადგან არავინ იცის, როდის დავჭირდები ჩვენს მენეჯერს.''