კარლოს კეირუში დიდი ხნის განმავლობაში სერ ალექსის ფერგიუსონის ასისტენტი იყო. მას დიდი წვლილი მიუძღვის სერ ალექსის დიდი კარიერისა და "იუნაიტედის" შთამბეჭდავი სეზონების ჩატარებისთვის. "მე დიდ პატივს ვცემ დევიდ მოიესს. ასევე, ახლანდელ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს. თუმცა მათ რამდენიმე კრიტიკული შეცდომა დაუშვეს, რომელიც გამოიწვეუილა სერ ალექსის არ ყოფნით, სწორედ ამან დაასუსტა გუნდი.''
"იუნაიტედი" ცნობილი იყო იმით, რომ ისინი ზრდიდნენ თავიანთ ფეხბურთელებს და აქცევდნენ ტოპ ვარსკვლავებად. ახლა კი ხედავთ, რომ ბევრი ფეხბურთელის შესყიდვა გუნდს სასიკეთოდ არ ადგება. მაგალითად, რადამელ ფალკაო და ანხელ დი მარია. გასულ სეზონში ისინი დიდი დროის განმავლობაში ისხდნენ სათადარიგოთა სკამზე და გუნდისთვის ღირებული არაფერი გაუკეთებიათ. გასულ სეზონში მე ვუყურე ანხელის რამდენიმე მატჩს, ის თავის თავს არ ჰგავდა.''
''კლუბი ბევრ პანიკურ ტრანსფერს ასრულებს, რომელიც მათ არაფერში ადგება. დასაწყისისთვის ჯერ უნდა დაფიქრდეთ, საჭიროა ეს ფეხბურთელი გუნდისთვის, თუ არა. შემდგომ, როგორ შეიძლება მისი გამოყენება, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ პანიკური ტრანსფერებით "იუნაიტედი" არასოდეს იყო შეურაცხყოფილი."-აცხადებს კეირუში.