სერ ალექს ფერგიუსონი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავეში 26 წელი გაატარა, იმ უმთავრეს მიზეზს ასახელებს , რომელმაც მას წარმატება მოუტანა.
"დისციპლინას პატარა ასაკიდანვე მაჩვევდნენ. სკოლის მომავალ მოსწავლეს, მამაჩემი მაიძულებდა, ყოველ დილით 6 საათზე გამეღვიძა. წლების შემდეგ, როდესაც მე გავხდი მენეჯერი, უკვე ჩვევად მექცა, სამუშაოზე ყველაზე ადრე ვყოფილიყავი.''
''მენეჯერებს გვაქვს ჩვენი უფლებამოსილება, რომელიც სამუშაოს განხრით უნდა გამოვიყენოთ და არა -ბოროტად ოდესმე. უფლებამოსილების გამოყენება საჭირო მომენტია, დისციპლინა ჩემთვის ყოველთვის ყველაზე წინ იდგა და ეს შეიძლება , ტიტულების დაკარგვადაც დაგვიჯდა, თუმცა თუ ისევ მომეცემა შანსი, ახლიდან დავიწყო ჩემი კარიერა, არაფერს შევცვლიდი. დისციპლინა უპირველეს ყოვლისა." აცხადებს ლეგენდარული შოტლანდიელი.