"მანჩესტერ იუნაიტედმა" ფლორენტინო პერესის აგრესიულ განცხადებაზე რეაგირება მოახდინა, "რეალის" პრეზიდენტმა "წითელ ეშმაკები" დაადანაშაულა დავიდ დე ხეას ტრანსფერის ჩაშლაში და განაცხადა, რომ "იუნაიტედის" ახალ ხელმძღვანელობას ამდაგვარ სიტუაციაებში გამოცდილება არ ჰყოფნის.
"იუნაიტედმა" გაიმეორა რომ დოკუმენტები დროულად გაიგზავნა და მიმართა "რეალს", რომ საკუთარი პრობლემებს სხვას ნუ გადააბრალებენ. რაღაც მიზეზების გამო, რომლებსაც ფლორენტინო პერესი არ აკონკრეტებს, მადრიდულ კლუბს სატრანსფერო ფანჯრის 60 დღე არ ეყო, რომ დე ხეას ტრანსფერი შეეთანხმებინა, "იუნაიტედმა" ასეთ საქციელს "წინდაუხედავი" უწოდა.
"ფაქტები ყველაფერზე მეტყველებს," - განაცხადა კლუბის პრესს-მდივანმა. "ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მზად არის, მხარი დაგვიჭიროს, რომ დოკუმენტები დროულად გაიგზავნა."
"ჩანს, თითქოს "რეალი" ცდილობს საკუთარი წინდაუხედავობიდან ყურადღება სხვა ფაქტებზე გადაგვატანინოს, ყველას უყვარს სხვაზე გადაბრალება, თუმცა თუ როდესაც რაღაცას საკუთარი ხელიდან უშვებთ, ეს მხოლოდ თქვენი ბრალია."
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.