"მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლის ნახევარმცველმა თავის ტვიტერზე დაწერა, რომ შემდეგი კვირიდან ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
ახალგაზრდა ინგლისელმა მუხლის ოპერაცია გადაიტანა და უკვე ნახევარი წელზე მეტია ოფიციალურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, ახლა კი ის მზად არის, მთავარ გუნდში დასაბრუნებლად.
კლუბმა პაუელი ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის განაცხადში შეიყვანა, მას მოუწევს ფორმის აღდგენაზე იმუშაოს და იბრძოლოს, რომ ლუის ვან გაალისგან კიდე ერთი შანსი მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ნიკ პაუელი არის მოედნის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც შარშან "მკ დონსთან" 4-0 წაგებულ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და დღესაც "მანჩესტერ იუნაიტედშია".
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.