თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2015, 22:44
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 2265,
კომენტარები: 6
ცოტა რამ რეგან პულის შესახებ
მცირე ინფორმაცია "იუნაიტედის" ახალწვეულის შესახებ.
ცოტა რამ რეგან პულის შესახებ
მოგეხსენებათ, 2015 წლის 1 სექტემბერს სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე ე.წ "დედლაინზე", "იუნაიტედმა" 17 წლის ცენტრალური მცველი, რეგან პული თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაიბირა.

რეგანი 1998 წლის 18 ივნისს უელსის ქალაქ კარდიფში დაიბადა. მისი საფეხბურთო კარიერა ადგილობრივ კლუბ "ნიუპორტის" საფეხბურთო სკოლაში დაიწყო. მისი დებიუტი პროფესიონალურ დონეზე გასული წლის ზაფხულს შედგა, როდესაც რეგანს 16 წელი შეუსრულდა. პირველივე სეზონში შთამბეჭდავი თამაშით რეგანმა ისეთი კლუბების ყურადღება მიიპყრო, როგორებიც "არსენალი", "იუნაიტედი", "სიტი" და "ტოტენჰემი" არიან.

რეგანისთვის პირველი საფეხბურთო სეზონი "ნიუპორტის" შემადგენლობაში შესანიშნავი აღმოჩნდა, რამეთუ მას პრიზად ხვდა ტიტული "წლის საუკეთესო მოთამაშე" გარდა ამისა, რეგანი "ნიუპორტის" ყველა დროის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეთ დასახელდა.

რა თქმა უნდა, მის ასეთ მიღწევებს უკვალოდ არ ჩაუვლია. 2014 წლის ზაფხულს უელსის 17 წლამდელთა ნაკრების თავკაცმა, ჟერან უილიამსმა რეგანი ნაკრებში გამოიძახა და იმ დღიდან მოყოლებული გამართულ 6 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

ამ დროისთვის რეგან პულის საფეხბურთო კარიერა 15 მატჩს ითვლის, რომელშიც თავი ერთხელ გამოიჩინა.

რეგანი ამ დროისთვის "იუნაიტედის" რეზერვების წევრი გახლავთ, სადაც ალექს ტუანზებესთან და შონ უილიამსთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო დაცვის ხაზს შექმნის. გარდა ამისა, შესაძლოა პოლ მაკგინესმა რეგანი იმ მოთამაშეების განაცხადში ჩასვას, რომლებიც 21 წლამდე ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
5 სექტემბერი 2015 22:48
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რავი ოფიციალურ საიტებზე მოვიძიე ინფორმაცია, მაგრამ რეგანის ვიდეო-რგოლი ვერსად ვნახე.. იმედია გაამართლებს, რავი ვნახოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: Malboro463
5 სექტემბერი 2015 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
რეგანი 1988 წლის 18 ივნისს
0
№3
ავტორი: Mufc7
5 სექტემბერი 2015 23:48
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვნახოთ, როგორი იქნება ჩვენთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: GeorgeBest
6 სექტემბერი 2015 00:09
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არავინ მოყავთ და ახალაგზრდებს მაინც მიხედონ და ეს პოზიცია გააძლიერონ
0
№5
ავტორი: Macklemore
6 სექტემბერი 2015 02:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Saimteresoa. Imedia ganavitarebs tavis karieras rogorc sachiroa.
0
№6
ავტორი: AkkRed
7 სექტემბერი 2015 10:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესეც თუ თორფისნაირად არ მოიშორეს კაი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top