თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2013, 12:00
ავტორი: Luka Gelashvili,
ნანახია: 1876,
კომენტარები: 18
ინტერვიუ სერ ბობი ჩარლტონთან
ვრცელი ინტერვიუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდასთან.
ინტერვიუ სერ ბობი ჩარლტონთან
ამ წლის 14 მაისი. "მანჩესტერ იუანიტედის" ფეხბურთელებისთვის მიძღვნილი დაჯილდოების საღამო. კლუბმა ერთი დღით ადრე დაკარგა ჩემპიონის წოდება, "მანჩესტერ სიტის" საბოლოო დარტყმით. სერ ბობი ჩარლტონი იღებს მიკროფონს და წარმოთქვა სიტყვა, რომელიც მცირედ განწყობას ქმნიდა.
"სიტი" მე არ მადარდებს, – წარმოთქვა მან. – ეს უბრალოდ არგამართლებაა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რომ ჩემპიონობა დავიბრუნოთ: მოთამაშეები, ხასიათი და მიზანდასახულობა. როგორც ადრე გეუბნეოდით, გუშინდელი დღე იყო კოშმარი. დროა საჭირო, რომ ტკივილი გაქრეს."
მხოლოდ დღეს, 199 დღის შემდეგ, ერთი დღით ადრე წინა მანჩესტერული დერბის შემდეგ, რომელიც 2012/13 წლებში ჩატარდა, მინდა დავსვა კითხვა, გაქრა თუ არა ტკივილი?
"დიახ გაქრა, – ღიმილით პასუხობს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი, ინგლისში. – მე ეს განვიცადე, რაც ძალიან რთული იყო. ჩვენ, ყველაფერი კარგად გვესმის. მათ ტიტული მოიპოვეს.ამას აზრი არ აქვს, რომ ეს მხოლოდ სეზონის ბოლოს მოხდა. ჩვენ წავაგეთ და რთული იყო ჩვენთვის ამასთან შეგუება. იყო ტკივილიც, დიდი ტკივილი. ის ჭრილობა, კი ახლაც გვტკივა."
"სიტი" – ძლიერი გუნდია. მე არ მომწონს, მათზე კომპლიმენტების თქმა, მაგრამ ჩემს ავს ვერ გადავახტები. ისინი ითვლებიან ძლიერ გუნდად, ფინანსურადაც კი არაფერი აქვთ სანერვიულო. ძალიან მოეწონათ დიდება, ამით ისინი ახლაც ტკბებიან. ჩვენ მხოლოდ ეს გვრჩება. მე ვერ მოვასწარე ვერც ერთი ძლიერი გუნდის დანახვა "სიტისთან". ვაკვირდებოდი მათ ძლიერ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ლი, ბელი, სამერბი. არ შეიძლება ითქვას მათზე, რომ ვერ დაიკავეს ადგილი სასტარტო შემადგენლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქნებოდნენ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები. "სიტის" მთამაშეები, რომლებიც ახლა გუნდში არიან, კიდევ არ გამოუცდიათ უიღბლობა, ასეა ხომ? მათ კიდევ ვერ მოასწრეს "იუნაიტედისგან" ზიანის განცდა. მაგრამ ეს ალბათ ბოხდება.”
სერ ბობი, როგორც მას "ოლდ ტრაფორდზე" ეძახიან, სვას ყავას მაგიდასთან, საკონფერენციო დარბაზში, სადაც მისი საქველმოქმედო შტაბია, რომელსაც მან Find A Better Way ანუ ("იპოვო საუკეთესო გზა") დაარქვა. ჩვენ შევხვდით მათ, რომ დავლაპარაკებოდით სამუშაოზე. გვსურდა მათ ეპოვათ ისეთი ადგილები რომლებიც საომარ წერტილებად ითვლება, ესენია ბოსნია და კამბოჯა. კიდევ მის პირველ სიყვარულზე, ფეხბურთთან. სერ ბობის საუკეთესოდ ეცვა – სერი ფერის პიჯაკი და მუქი – წითელი ჰალსტუხი, რომელიც კარგი კვანძით იყო მიმაგრებული. თუუ ის კვანძი მისი ხელებით იყო გაკეთებული, მისთვის კარგი იქნებოდა გაკვეთილის ჩატარება. 75 – წლის სერ ბობი ჩარლტონი, ითვლება პირველ და ყველაზე აუცილებელ პიროვნებად "იუნაიტედისთვის". ის დღესაც კლუბის ნაწილია, როგორც ყოველთვის. როდესაც საქმე მიდგება ფეხბურთზე, კერძოდ მის საყვარელ კლუბზე "იუნაიტედზე", მან იცის, რას უნდა მოელოდეს.
"ყველა ცდილობს ჩემთან თამაშს, – აცხადებს ის. – იმაზე, თუ კიდევ რამდენ ხანს დაიჭერს კლუბს სერ ალექს ფერგიუსონი. დავამთავრებ თუ არა ინტერვიუს , ამის შესახებ აუცილებლად შემეკითხებიან. არ არის აუცილებელი, თუ ვინ, მკითხავს ამას. კიდევ რამდენ ხანს გაძლებს? როდის წავა? ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ ვიცი. სხვა კლუბებში კი სჯერავთ, რომ ეს მალე მოხდება. მის ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულება, გენიალურია. ხოლო თვითონ, კი უნიკალურია. მე ყოველ მატჩს ვესწრები და გაოცებული ვარ, რომ ფეხბურთელები იმას აკეთებენ, რასაც ის დაავალებს. მათ არაფერი ავიწყდებათ და ითვისებენ ყველაფერს, რასაც დაავალებენ. თუ მე მეყოლებოდა გუნდი, რომელსაც გავწვრთვნიდი, რა თაქმა უნდა სერ ალექსაც თან წავიყვანდი, მოსახმარებლად. მასში არის რაღაც, რაც ყველას სურს."
სერ ბობი ჩარლტონს ურთიერთობა აქვს ფერგიუსონის მიმართ, რომელსაც ის "ჩემს მეგობარს" უწოდებს. ეს დაიწყო ფერგიუსონის სამწვრთნელო კარიერის დროს "ოლდ ტრაფორდზე". სერ ბობი იყო ერთ–ერთი დელეგატი, რომელიც 1986 წელს გაემართა აბერდინში, რათა კლუბში სამუშაოდ ალექსი მიეწვია.
ერთ მშვენიერ დღეს კი, ის პენსიაზე გავა. სერ ბობიმ განაცხადა, რომ სხვა წინათ გრძნობა აქვს.
"ეს, როდესღაც მოხდება. და ეს იქნება დიდი პრობლემა ჩვენთვის, – განაცხადა მან. – ჩვენ უბრალოდ უნდა გადავწყვიტოთ, თუ როდის მოხდება ეს."
რა თქმა უნდა სერ ბობი, უხალისოდ საუბრობს მის პოტენციურ შემცვლელზე. ჟოზე მოურინიოს კანდიდატურა "მადრიდის რეალიდან", საკმაოდ საინტერესოა, მისი აზრის გაგება ამ თემაზე.
ის რაც მაურინიომ გააკეთა წინა სეზონში, მოუმატა მას შანსები? მე ვერ წარმომიდგენია, რომ "მანჩესტრ იუნაიტედის" მწვრთნელმა გააკეთოს იგივე.
– არა, – პასუხობს სერ ბობი. – "იუნაიტედის" მწვრთნელი ამას ვერასდროს ვერ გააკეთებდა. მოურინიო – კარგი მწვრთნელია, მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა მე მასზე.
ის ერთვება ისეთ დისკუსიებში, სადაც ძნელია "იუნაიტედის" მწვრთნელის წარმოდგენა.
– ვფიქრობ, თქვენ მართალი ბრძანდებით, – ამაზე დაუფიქრებლად გიპასუხებთ. – თქვენ სრულებით მართალი ხართ. ის თავის თავს აძლევს იმის უფლებას, რომ იყოს ძალიან გამომწვევი, რაც მე ძალიან მომწონს. ის უბრალოდ კარგი მწვრთნელია.
მან მიმართა "იუნაიტედის" მწვრთნელს, ეს ასეა?
– ვერ ვიტყვით, რომ მას ის ძალიან უყვარს.
ეს პასუხი სიცილის იწვევს, მაგრამ მათვარი აზრი გასაგებია.
თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციის შეხვედრის დროს, სარაევოში, ხუთი წლის წინ, სერ ბობიმ გააცნობიერა, თუ რა ქმდებები ახდენდა გავლენას იმ ხალხზე, რომლებიც საომარ წერტილებში ცხოვრობენ. იმის დაკვირვებით, თუ როგორ უხსნიდა მწვრთნელი ბავშვებს, რა უნდა გაეკეთებინათ, თუ ისინი იპოვიდნენ ნაღმს მინდორზე, ის გადაწყვეტდა, რომ აუცილებლად უნდა ემოქმედა.
"ჩემთვის ის ჯარისკაცი აღმოჩნდა პირველი, რომელსაც მართლაც სურდა გაეკეთებინა რაღაც სასრგებლო, – იხსენებს სერ ბობი, – თუ ის იპოვიდა პატარა მინდორს და ბავშვებისთვის ვარჯიშებს ჩაატრაებდა, მას უნდა გაეფრთხილებინა ბავშვები, თუ რა უნდა მოემოქმედებინათ, როდესაც იპოვიდნენ ნაღმს. ეს საშინელებაა ბავშვებისთვის, და რა თქმა უნდა, დაზარალებულებისთვისაც. ისინი შენთან მოდიან მოსასალმებლად. ზოგს სხეულის ნაწილები აღარ აქვს."
სერ ბობი ჩარლტონის ინტერესი ამ ამბავთან უფრო და უფრო გაიზარდა, როდესაც ის ჩავიდა ვიეტნამში და კამბოჯაში.
"მე არ შემიძლია ავღწერო ის, თუ როგორი საშინელებაა, როდესაც იმყოფები ნაღმების გარემოცვაში და ხედავ თუ როგორ ფეთქდებიან. როდესაც თვითმფრინავით სახლში ვბრუნდებოდი გავიფიქრე "უნდა არსებობდეს უკეთესი გზა". ამ ადგილების გასანაღმათ, შეიძლება ათასი წელი გავიდეს, ეს უბრალოდ სასაცილოა."

„მე ძალიან მინდოდა რაღაცის გაკეთება , მე ყურადღების ცენტრში მოვექეცი როდესაც სარაევოში ჩამოვედი, - ამბობს იგი. პოლიტიკოსის წყალობით , გავხდი ის ვინც ეხლა ვარ , ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა წურადღება გაამახვილა თუ რისი გადმოცემა გვსურდა. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ყველა მზად არის მიიღონ ზომები და თუ ეს ყველაფერი გამოვიდა ჩვენ ყველაფერს გავარღვევთ.“

სერ ბობის ვიკიპედიის გვერდზე იგი იქნა წოდებული როგორც „ ყველა დროის უდიდესი ინგლისელი ფეხბურთელი“. მაგრამ იგი ამას უარყოფდა. უკვე 28 წლის როცა იყო იგი „იუნაიტედის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა და ხვდებოდა იმ ფეხბურთელებს რომლებსაც საუკეთესოდ მიიჩნევდა. რამდენიმე წლის წინ მას სთხოვეს შეედგინა გუნდი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებისგან და მან ბეკენბაუერთან, პლატინისთან და დი სტეფანიოსთან ერთად „იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი როი კინიც შეიტანა.
„არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის თილისმებად ითვლებიან და როდესაც ისინი საბრძოლველად მიდიან სხვებიც თან მიყავთ. - განმარტავს იგი. - როი კინი ზუსტად ასეთი იყო. მას თამაშის შეცვლა ერთი ჩაწოლით. მე ბევრ დიდ ფეხბურთელთან მითამაშია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ბევრი დავკარგე იმით რომ მე მასთან არ მითამაშია.“
რა თქმა უნდა როგორც მოთამაშე კინის დრო წავიდა. სერ ბობი ჩარლტონს სურს რომ იგი დაბრუნდე „ოლდ ტრაფორდზე“ როგორც თანამედროვე ფეხბურთელი.


“რონალდოს გუნდიდან წასვლა ჩემთვის ძნელად გადასატანი იყო. - განაცხადა მან. - მას სურდა რომ მსოფლიოში საუკეთესო ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ რომ იგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვერ გახდებო მსოფლიოში საუკეთესო. მაგრამ მას ეს შეეძლო. მე არასოდეს მინახავს ისეთი გოლები როგორსაც იგი იტანდა. იგი ფენომენია. მას შეუძლია ორივე ფეხით თამაში და ასევე თავით.ის აკეთებს ყველაფერს ისეთს რაც ქომაგებს მოსწონთ.ის ჯადოქარია! ვინ იცის იქნება ოდესმე შევძლებთ მის დაბრუნებას. ერთ-ერთ მატჩში ჩელსის წინააღმდეგ მან 35 მეტრიდან გაიტანა გოლი. მეკარემ დაინახა დარტყმის მომენტი მაგრამ ბურთმა სამჯერ თუ ოთხჯერ შეიცვალა ტრაექტორია და მეკარემ პოზიციის არჩევა ვერ მოახერხა. როდესაც რონალდუ ბურთს მიიღებს პირველად გოლის გატანაზე ფიქრობს.იგი იმას არ ფიქრობს რომ ბურთი სხვას მისცეს. ერთხელ როცა ჩვენ საშინაო მატჩს ვიგებდით ალექსმა დირექტორებს დაგვიძახა გასახდელში რათა მოთამაშეებს დავლაპარაკებოდით. რონალდოს ვუთხარი რომ : „შესანიშნავი თამაშია“ ამის მეტი ვერაფერი ვუთხარი. მე არ ვარ მიჩვეული ფეხბურთელებს მივცე რჩევები. მიუხედავად ამისა სერ ალექსი ამას არ გვიკრძალავს. მე თუ რამის თქმა მინდა სერ ალექსი მეტყვის „ რა თქმა უნდა, დაელაპარაკე“.“

სერ ბობი დარწმუნებულია რომ „იუნაიტედი“ დაიბრუნებს ტიტულს ამ სეზონშო.
„მატ ბასბი გვეუბნებოდა ,რომ თუ ჩვენ საშობაოდ ექვს ქულას ავიღებდით აუცილებლად მოვიგებდით ლიგას. -იხსენებს იგი. - მე დარწმუნებული ვარ „იუნაიტედი“ წარმატებულად ჩაატარებს საშობაო მატჩებს.“
გარდა ამისა მან ის ფაქტი აღნიშნა რომ ვიდიჩი ძალიან აკლია კლუბს და ასევე იგი აკვირდება უეინ რუნის და რობინ ვან პერსის დუეტს.
„დაცვის ცენტრი უძლურია. ამბობს იგი. - ვიდიჩს შეუძლია მთელი დაცვის ხაზის კონტროლი. იგი ძალიან აკლია კლუბს. რაც შეეხება უეინს , ბოლოს და ბოლოს იგი გამოცოცხლდება და კარგ გზას დაადგება. რობინის გვერდზე თამაშით იგი თავის შესაძლებლობებს ბოლომდე არ გვაჩვენებს. ალბათ ისინი ერთად არ არიან ისეთი საშიშები როგორიც ყველას წარმოედგინა. მაგრამ უეინი - შესანიშნავი მოთამაშეა და ყველაფერი მის ხელშია. უბრალოდ მისი თავი მან ბოლომდე უნდა წარმოაჩინოს მატჩში და გახდეს საუკეთესო.“

ჩვენი საუბრის დასასრულს მან მისი მოსაზრებები გაგვიზიარა ინგლისური ფეხბურთის შესახებ. მას აწუხებს ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. იგი ასევე სუსტ იმედებს ამყარებს მსოფლიოს თასზე.
„ძნელია იმის თქმა რომ ჩვენ კარგი შანსები გვაქვს. არა ? - განაცხადა მან.
- ჩვენ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები გვესაჭირეობა, რათა რაიმეს მივაღწიოთ ბრაზილიაში.მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ჩვენ ნაკლები შანსი გვაქვს.მაგრამ ჩვენ დავუბრუნდებით ამ თემას როცა ჩემპიონატი დაიწება.
მანჩესტერული დერბის წინ ბობი ჩარლტონმა განაცხადა რომ : „ეს გიჟური მატჩია. დიახ ამის თქმა შეიძლება. ეს ყველაზე რთული ლიგაა მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა ფერგიუსონის ის ყველაფერს აკონტროლებს.“
თუმცა სერ ბობი მოედანზე საფრთხეს ხედავს.

„ჩვენ მზად ვიყავით რომ , მათი გუნდი პროგრესირებას მოახდენდა. კლუბის ხელმძღვანელობამ მიგვანიშნა რომ ფინანსური მხარე მათ მხარეს ძლიერია. ფიზიკური თვალსაზრისით „სიტი“ ჩვენთვის საფრთხეა. ისინი ძლიერები არიან, მათ კარგი გუნდი ყავთ.. მაგრამ მე ეს არ მაწუხებს. როდესაც მე ჩვენი გუნდის თამაშს ვუყურებ , ასე მგონია რომ მათ შეუძლიათ ჩვენი დამარცხება. პრემიერ ლიგაში ცხოვება ძნელია , წინა შეზონი მწარე იყო ჩვენთვის მაგრამ ჩვენ ყველაზე მაღლა ვიქნებით. ეს არის ჩვენი ადგილი.“
გავიხსენეთ ერთი მისი ციტატა „სიტის“ მფლობელზე , რომ შეიხმა მანჩესტერული კლუბი შეცდმოით იყიდა , მე საჭიროდ ჩავთვალე და ვკითხე, მისი სიტყვებია თუ არა ეს.
„არა რა თქმა უნდა მე მსგავსი არაფერი მითქვამს , - პასუხობს იგი. - მაგრამ შესაძლებელია ასე მომხდარიყო.“
წყარო : Manutd.ru


სტატია მოამზადეს ლუკა გელაშვილმა და Lado Ghonghadze-მ სპეციალურად Redarmy.Ge-სთვის.
---
18 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
31 დეკემბერი 2012 15:29
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საგოლ მე და შენ ლადო.. შეცდომები მოდი და ნუ გექნება ამხელა ინტერვიუში.. შეფასება თქვენთვის მომინდია.. 1-2 უაზრო რაგაცაცააა მაგრამ არაუშავს მთლიანობაში კარგია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: Beckham
31 დეკემბერი 2012 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
საღოლთ ავტორებო
ზდაროვა ყველას მე ახალი ვარ
0
№3
ავტორი: love united
31 დეკემბერი 2012 15:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ვაა საღოლ ბიჭებო!..ბევრი გიმუშავიათ...
0
№4
ავტორი: R.V.P.
31 დეკემბერი 2012 15:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
ვა საღორ მაგარია bully
0
№5
ავტორი: R.v.Persie
31 დეკემბერი 2012 15:47
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
TrueDeviL ,
რა კარგი სურათია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№6
ავტორი: Esi
31 დეკემბერი 2012 15:56
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
Beckham,
კეთილი იყოს შენი მობრძანება! იმედია იაქტიურებ)))



საღოლ ავტორებს!
0
№7
ავტორი: Vodafone
31 დეკემბერი 2012 15:59
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კაია, საღოლ ბევრი გიმუშავიათ და საინტერესოც გამოვიდა
0
№8
ავტორი: ლადო
31 დეკემბერი 2012 16:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
გაიხარეთ ბრატციი))

girChevT waikiTxoT imitom, rom TqvenTvis viwvaleT me da lukamm)))
0
№9
ავტორი: UTD-Rule
31 დეკემბერი 2012 17:01
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ბობ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№10
ავტორი: Red Hooligan
31 დეკემბერი 2012 17:29
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
სგ-სგთ. მაგრები ხართ ეგრე გააგრძელეთ ! derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top