ესპანეთის ნაკრების მთავარი მწრვთნელი დელ ბოსკე ნანობს, რომ ვიქტორ ვალდესი ნაკრების შემდაგენლობაში არ გამოიძახა.
ვიქტორ ვალდესის საქმე უფრო ჩახლართულია, ვიდრე დე ხეასი. შეგახსენებთ, რომ ვიქტორსა და ლუი ვან გაალს შორის კონფლიქტი არსებობდა, რის გამოც ჰოლანდიელმა ესპანელი მეკარე ა.შ.შ.-ს ტურნეზეც არ წაიყვანა, რის შემდეგაც ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში ვიქტორის გამოძახება არ მოისურვა, მაგრამ ახლა ის ამას ნანობს.
''ჩვენ ვფიქრობდით ვიქტორის ნაკრებში გამოძახებაზე და ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან, თუმცა ბოლო მომენტში გადავიფიქრეთ. ჩვენ შეგვეშინდა, იმიტომ, რომ საზოგადოებას შეიძლება არ გაეგო ჩვენი გადაწყვეტილებისთვის სწორად და ეთქვათ, რომ ჩვენ ჭკუიდან შევიშალეთ ან რაღაც მსგავსი.''
''ვალდესს თანადგომა ზუსტად ახლა სჭირდება და რატომ არ უნდა მივცეთ შანსი მას? რა თქმა უნდა, ნაკრებში მხოლოდ საუკეთესოებმა უნდა ითამაშონ. ჩვენ უკვე ვიცით, ვის უნდა მივენდოთ მომავალში მივხვდით იმასაც, რომ ვიქტორის გამოძახება ნაკრებში კარგი იდეაა.''