ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეითი თვლის, რომ ''იუნაიტედი'' უილსონის სწორი განვითარებისვის მშვენიერი ადგილია.
შეგახსენებთ, რომ უილსონი ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების წევრია, რომელიც ა.შ.შ.-ს ნაკრებს ხვდებოდა და უილსონის გოლის წყალობით ინგლისს გამარჯვება მოუტანა.
''ჯეიმსი მშრომელია და მან კარგად იცის, თუ რომელ სათამაშო ასპექტში სჭირდება განვითარება, მაგრამ მან უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია თავის გუნდს გოლების გატანაში დაეხმაროს. ის იმყოფება გუნდში, რომელიც ცნობილია თავისი კლასით - ახალგაზრდა ფეხბურთელების ექსტრა კლასის მოთამაშედ ჩამოყალიბებით. დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" შეძლებს მის პროგრესირებაში დიდი წვლილის შეტანას. ეს ჯეიმსისთვის საუკეთესო ადგილია, რაც კი არსებობს.''