ანტონი მარტიალი "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. მასში ''იუნაიტედმა'' 36 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. "იუნაიტედი" და გულშემატკივრები ფრანგ ახალგაზრდას ნდობას უცხადებენ და იმედი აქვთ, რომ მასში დიდი თანხა ტყუილად არაა გადახდილი. "სიტის" ფრანგმა მცველმა, მანგალამ კი თავის ახალაგაზრდა თანამემამულეს ინგლისურ პრემიერ ლიგაში წარმატებები უსურვა.
''ინგლისური ფეხბურთი, რა თქმა უნდა, ბევრად ხისტი, ლამაზი და უკეთესია, ვიდრე ფრანგული. ვიმედოვნებ, რომ "იუნაიტედი" ანტონის თბილად მიიღებს. მე არ ვთვლი, რომ თანხა, რომელიც მის ტრანსფერში ''იუნაიტედმა'' გადაიხადა, მისთვის პრობლემად იქნება წარმოჩენილი. მას მოუწევს მთლიანი ყურადღება ფეხბურთზე გადაიტანოს და არ გაფანტოს გონება სხვა დანარჩენზე ფიქრით.''
''ის, თუ რა თანხებს ხარჯავენ გუნდები სატრანსფერო ფანჯრის დროს, ეს თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რაც არავის უნდა გაუკვირდეს. ჩემი აზრით, არცერთი ფეხბურთელი არ ღირს 50, 80 და 100 მილიონი ფუნტი, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არის ფეხბურთის ბიზნესი. "