თბილისი:
მანჩესტერი:
5-09-2015, 16:04
ავტორი: AkkRed,
ნანახია: 1978,
კომენტარები: 6
ჰერსტი: " ჩარლტონისა და უეინ რუნის შედარება არ ღირს"
სერ ჯეფრი ჰერსტის აზრით, სერ ბობი ჩარლტონისა და რუნის შედარება არ ღირს.
ჰერსტი:
"ვესტჰემ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი შემტევის, სერ ჯეფრი ჰერსტის აზრით, არ ღირს სერ ბობი ჩარლტონისა და რუნის შედარება, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, უეინმა ძალიან მალე გადაუსწროს ბობი ჩარლტონის რეკორდს.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნის სერ ბობი ჩარლტონის რეკორდამდე 15 გოლი აშორებს , რომლის შემდეგ უეინი "იუნაიტედის" ახალი საუკეთესო ბომბარდირი გახდება, ამის შესახებ კი ჯეფრი ჰერსტს თავისი მოსაზრება გააჩნია.

''რუნი მართლაც დგას ძალიან დიდი ამბის წინაშე, თუ იგი შეძლებს და სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს დაამხობს, ეს იქნება დიდი გამარჯვება უეინისთვის. ერთადერთი რისი თქმაც მე მინდა ეს არის ის, რომ რუნი თამაშობს ფორვარდის პოზიციაზე, ხოლო სერ ბობიმ თავისი 49 გოლი გაიტანა მაშინ, როდესაც იგი ნახევარდაცვაში თამაშობდა. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს სერ ბობი ჩარლტონის დიდ კლასზე.''

''საერთოდ, ფეხბურთელების შედარება უმადურობის ფუნქციას ასრულებს. საუბარი არ მიდის მხოლოდ თამაშის ხასიათზე, ასევე იმაზე, თუ რას მიაღწია ფეხბურთელმა თავისი საფეხბურთო კარიერული დროის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ფაქტი მხოლოდ ის არაა, რომ ჩარლტომნა მსოფლიო ჩემპიონობა ინგლისის ნაკრებთან ერთად შეძლო. ამის გარეშეც რუნი ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს, როგორც "იუნაიტედისთვის", ასევე ინგლისის ნაკრებისთვის.'' - ციტირებს ჰესტის სიტყვებს sky sports-ი.

წყარო: redevils
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
5 სექტემბერი 2015 16:02
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვერ ვხდები რატო ახრჩობთ ბოღმა ამდენ ადამიანს?
0
№2
ავტორი: Mufc7
5 სექტემბერი 2015 16:02
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ზოგადად, არცერთი ფეხბურთელის მეორესთან შედარება არ ღირს, ჩემი აზრით. ყოველი ფეხბურთელი თავის კვალს ტოვებს საფეხბურთო ისტორიაში. განსხვავებულ პერიოდში როცა უწევთ თამაში მოთამაშეებს, განსხვავებულ პირობებში და ა.შ, იქ არ ღირს შედარება ერთმანეთთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: Macklemore
5 სექტემბერი 2015 16:11
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Martalia, ar girs shedareba.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
5 სექტემბერი 2015 16:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის იუნაიტედის ლეგენდად მოიხსენიებენ ალბათ თავისი დიდი მიღწევების გამო, ბევრი გააკეთა კლუბისთვის და იმედია კიდევ გააკეთებს, ბევრს მიაღწია, რეკორდსაც მოუხსნის ორივეგან ჩარლტონს მარა ჩარლტონი (მიუხედავად იმისა რომ მისი თამაში არ მინახავს) მაინც ერთი თავით მაღლა იდგება რუნიზე და ყველა მ ანჩესტერელ ფეხბურთელზე. მაგ კაცის მიღწევები საოცრებაა, არ შეიძლება მაგას ვინმე შეადარო. მაგაზე დიდი ფეხბურთელი არ ეყოლება გუნდს ალბათ არასდროს.
0
№5
ავტორი: chudikone
5 სექტემბერი 2015 16:41
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რუნის არავის არ ვადარებ არასდროს, იმიტო რო არ მგონია ვინმე ისე იხარჯებოდეს მოედანზე და ისე შრომობდეს გუნდური წარმატებისთვის, როგორ რუნი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: temo-scholes
7 სექტემბერი 2015 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1664
runi sxva klasia da bobi kide sul sxva iyoo
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top