ხუან მატა დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო საგა, რომელიც დავიდ დე ხეას ირგვლივ ტრიალებს, არანაირ გავლენა არ იქონიებს მის სამუშაოზე.
შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გამუდმებით იწერებოდა დავიდ დე ხეას შესახებ, რომლითაც "რეალი" ინტერესდებოდა და მისი გადაბირება სურდა. "რეალმა" თავის მხრივ, გააკეთა შეთავაზება დე ხეას თაობაზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ძალიან გვიანი იყო და ეს ტრანსფერი ჩაიშალა. მატა კი ამ ყველაფრის თაობაზე აცხადებს:
"დავიდი ჩემი ახლო მეგობარია და მე ყოველთვის ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს. დარწმუნებული ვარ, ის გაუმკლავდება ამ სიტუაციას. წინ ჩვენ 2 უმნიშნელოვანესი მატჩი გველის ესპანეთის ნაკრებში, სადაც გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება."
"ვფიქრობ, ახლა ის ყველანაირად გადართულია სანაკრებო შეხვედრებისთვის და არანაირად არ აღელვებს მის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია.- ციტირებს მატას სიტყვებს Daily Mail.