თბილისი:
მანჩესტერი:
4-09-2015, 22:54
ავტორი: Count Alucard,
ნანახია: 2372,
კომენტარები: 9
"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის განაცხადი წარადგინა
25 კაციან განაცხადში ერთი სახელი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.
ინგლისის ოცივე კლუბმა, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედმაც", პრემიერ ლიგის 2015/16 წლის სეზონში მოასპარეზე 25 კაციანი განაცხადი წარადგინა.

"წითელი ეშმაკების" შემადგენლობასთან დაკავშირებული მთავარი სიახლე გუნდის განაცხადში ვიქტორ ვალდესის სახელის მოხვედრა აღმოჩნდა. ამას არავინ ელოდა მას შემდეგ, რაც ვან გაალთან კონფლიქტის გამო ვალდესი ძირითადი გუნდიდან მოკვეთეს.

პრემიერ ლიგის განაწესის თანახმად, ძირითადი განაცხადი უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 25 ფეხბურთელისგან, რომელთაგან მინიმუმ 8 უნდა იყოს ადგილობრივი (მონიშნულია წითლად). ადგილობრივად ითვლება სპორტსმენი, რომელიც 21 წლის ასაკამდე მინიმუმ 36 თვე იყო, საფეხბურთო ლიგის რომელიმე კლუბის ფეხბურთელი, ან უელსის საფეხბურთო ასოციაციის მიერ იყო დარეგისტრირებული, მის ეროვნებასა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

დეილი ბლინდი, მაიკლ კერიკი, მატეო დარმიანი, დავიდ დე ხეა, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, სემ ჯონსტოუნი, ფილ ჯონსი, უილ კინი, ჯესი ლინგარდი, ხუან მატა, მარკოს როხო, სერხიო რომერო, უეინ რუნი, მორგან შნეიდერლინი, ბასტიან შვაინშტაიგერი, კრის სომლინგი, ვიქტორ ვალდესი, ლუის ანტონიო ვალენსია, გილერმო ვარელა, ეშლი იანგი.

განაცხადის დანარჩენი ივსება 21 წლამდელი ფეხბურთელებით და მათი რიცხვი შეზღუდული არ არის.

წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
4 სექტემბერი 2015 23:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯონსმა თუ ისევ ტრავმიანობა არ განაგრზო და ესე მარადმწვანედ არ დარჩა ინგლისის ნაკრების დაცვის სამეული იუნაიტედს ეყოლება. სმოლინგმა არამგონია შეწყვიტოს ესე სტაბილურად თამაში, აქვს მოტივაციაც და სათამაშო დროც
0
№2
ავტორი: Count Alucard
4 სექტემბერი 2015 23:13
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ვალდესს ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ რადგან ლინდეგაარდი წავიდა სჭირდებოდა ალბათ ბატონ ლუის კიდევ ერთი მეკარე და დააბრუნა ვალდესი.
0
№3
ავტორი: Macklemore
5 სექტემბერი 2015 04:26
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Smallings normaluri mewyvile schirdeba, romelsac pirvel rigshi jonesshi vxedav me piradad. Ase xelagebit ver vityvit ro sachempiono shemadgenloba gvyavs,mara brdzola shegvidzlia da imedia gundi bolomde ibrdzolebs.
0
№4
ავტორი: red devil
5 სექტემბერი 2015 07:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
კაროჩე ვალდესს რო ინატრებ კაცი აი მაშინ ერხევა გუნდს
0
№5
ავტორი: AkkRed
5 სექტემბერი 2015 09:27
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნახევარდაცვა გყვავს ყველაზე ძლიერი
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
5 სექტემბერი 2015 09:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მკეარეები გვყვავს ოხრად, მაგრამ რათ გინდა არც ერთი არ ვარგა areyoukiddingme
0
№7
ავტორი: PaLoMo
5 სექტემბერი 2015 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
Mcnairi sad jandabashia?:@:@:@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: Mufc7
5 სექტემბერი 2015 15:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გამიკვირდა ვალდესის მოხვედრა ამ განაცხადში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: kantona-7
5 სექტემბერი 2015 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მაკნეირი რატო არაა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top