”მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი დარწმუნებულია, რომ პოლონეთთან გასვლაზე მათჩი უფრო რთული იქნება, ვიდრე სან მარინოსთან გამართული მათჩი.
პარასკევს ინგლისელებმა სან მარინოს კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანეს. მთელი მათჩის განმავლობაში ისინი 86 პროცენტს ფლობდნენ და სან მარინოელებს ბურთს არ აკარებდნენ, მათ მხოლოდ ერთხელ დაარტყმევინეს კარში. მაგრამ რუნი დარწმუნებულია, რომ პოლონეთთან გასამართი შეხვედრა გაცილებით რთული იქნება.
”რათქმაუნდა, პოლონეთის წინააღმდეგ ჩემის აზრით არავის ექნება ადვილი მათჩი, ამიტომ ვაღიარებ, რომ ჩვენც მოგვიწევს სირთულეების გადალახვა. სან მარინოსთან ჩვენ ავიღეთ სამი ქულა და გვიწევს მომდევნო მათჩისთვის მზადება”
”ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პოლონეთთან რთული მათჩი მოგველის, რადგან მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. მათ ძალიან კარგად შეუძლიათ კონტრატაკებზე თამაში. ვფიქრობ ჩვენ პოლონეთში კარგი განწყობით ჩავალთ და სამ ქულას წამოვიღებთ” - განუცხადა რუნიმ Sky Sports.