"ბაიერნის" პრეზიდენტმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, დაადასტურა, რომ გასულ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედი" სერიოზულ თანხას სთავაზობდა ბავარიულ კლუბს ტომაშ მიულერის სანაცვლოდ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკები" 70 მილიონ ფუნტს იხდიდნენ 25 წლის ფორვარდის გადასაბირებლად.
"მე მხოლოდ იმ ციფრიებზე ვსაუბრობ, რომლებიც მართლაც ასტრონომიული იყო." - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Manchester Evening News. - "მე რომ ბანკირი ვყოფილიყავი, ნამდვილად ვერ ვიტყოდი უარს."
"ჩვენ, როგორც საფეხბურთო კლუბმა, თავს ნება მივეცით, რომ ეს ტრანსერი დაგვებლოკა. შემიძლია პირობა დავდო, რომ ეს ტრანსფერი არ შედგება."
"უპირობოდ რჩება ის ფაქტი, რომ ინგლისში სატელევიზიო უფლებების გაყიდვით მიღებული თანხა იზრდება, ამიტომ "ბაიერნს" გაუჭირდება ეკონომიკურად წინააღმდეგობა გაუწიოს ინგლისურ კლუბებს."