არსენ ვენგერმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "არსენალის" პასიურობა ახსნა და განაცხადა, რომ ეს ღირსეული კანდიდატების ნაკლებობითაა გამოწვეული. ასევე, მან კომენტარი "იუნაიტედის" ახალწვეულ ანტონი მარტიალზეც გააკეთა.
"გავიგე, თუ რა მოხდა "მონაკოში" სატრანსფერო ფანჯრის დედლაინზე - მათ მარტიალი "იუნაიტედს" 80 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. მან საფრანგეთის ჩემპიონატში 11 გოლი გაიტანა და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფული ამ მომენტში საკმარისი არ არის ან კლუბში ინვესტიციის ჩადების სურვილი არავის აქვს. დღეს არ არიან საკმარისი მოთამაშეები, რომელთაც კლუბის გაძლიერება შეუძლიათ.
პრობლემა მდგომარეობს მოთამაშეების პოვნაში, რომლებიც გუნდის გაძლიერების გარანტიას მოგცემენ. მარტიალი - დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, თუმცა მასში გადახდილი თანხაც ძალიან დიდია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ არის ბევრი ისეთი ფეხბრუთელი, რომელიც ასეთი კლუბის გაძლიერებას შეძლებს.
კმაყოფილი ვარ თუ არა ჩვენი ინვესტიციებით? დიახ, ყოველი დანართით. მე შევიძინე სანჩესი, იოზილი, ჩეხი და გაბრიელი," - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა