სემ ჯონსტონის აგენტმა უკმაყოფილოება გამოხატა იმის თაობაზე, რომ სემს სათამაშოდ ძალიან ცოტა დრო ეძლევა.
"სემს უბრალოდ სურს, რომ ითამაშოს ფეხბურთი მაშინ, როცა მას "მანჩესტერ იუნაიტედი" ამის საშუალებას არ აძლევს. მის ასაკში საჭიროა პრაქტიკა, თუ "ოლდ ტრაფორდზე" მისი ადგილი არაა, მაშინ მას მოუწევს გააგრძელოს გზა მის გარეშე. ჩვენს სიტუაციაში ლუი ვან გაალი აფერხებს თავისივე ფეხბურთელის განვითარებას.''
''სეზონის დასაწყისში სემი მზად იყო, ეთამაშა პირველ მეკარედ "იუნაიტედისთვის", თუმცა მათ ეს არ მოინდომეს და შესაბამისად, სემმა შანსიც ვერ მიიღო. თუკი "იუნაიტედს" არ აქვს გადაწყვეტილი, რომ სემს თავის გამოჩენისთვის შესაძლო შანსი მისცენ, მაშინ იგი გუნდიდან უნდა გაუშვან. სემს არ სურს, მთელი დრო სკამზე ან რეზერვებში გაატაროს. მას სურს, რომ იგი მოხვდეს ნაკრებშიც, თუმცა ეს პრაქტიკის გარეშე დაუშვებელია.'' - ციტირებს ჯორდან სიგალის სიტყვებს Daily Maily-ი.