მატეო დარმიანი, ლუკ შოუ და კრის სმოლინგი აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ. სამივე მცველი ახალი, 2015-16 წლის სეზონის თამაშების მიხედვით შეირჩა, მათ 6 ჩატარებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
ახალწვეული მატეო დარმიანის დებიუტი ''იუნაიტედში'' წარმატებული აღმოჩნდა. იგი თავის სადებიუტო მატჩში ''ოლდ ტრაფორდზე'' ''ტოტენჰემის'' წინააღმდეგ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის თავისი თამაშით დღემდე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ლუკ შოუ თავისი შესანიშნავი ფორმის წყალობით ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს. დაცვასა და შეტევაში მან თავი აქტიური თამაშით გამოიჩინა. იგი იყო საუკეთესო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის ორივე მატჩში ბელგიური ''ბრიუგეს'' წინააღმდეგ. ის ასევე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ''სუონსთან'' მატჩში.
სმოლინგი გამოკვეთილი იყო თავის პოზიციაზე. იგი გამორჩეული იყო ''ოლდ ტრაფორდზე'' გამართულ მატჩში ''ბრიუგეს'' წინააღმდეგ. ასევე, შესანიშნავად ჩაატარა მატჩი ''ტოტენჰემის'' წინააღმდეგ. კრის სმოლინგი უნაკლო იყო ''ასტონ ვილასთანაც''. ''ნიუკასლთან'' შეხვედრაში მას ბედმა არ გაუღიმა, შექმნილმა მომენტმა მას ხელი შეუშალა წარმოჩენილიყო, როგორც მატჩის გმირი.