"იუნაიტედის" ლეგენდარულმა შვიდიანმა ღიად გამოთქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ სამომავლოდ რაიან გიგზს ისურვებდა "წითელი ეშმაკების" მთავარ მწვრთვნელად. ამ უკანასკნელს ეს ხვედრი 2013/14 წლის სეზონის ბოლო ოთხ მატჩში ერგო, როდესაც დევიდ მოესმა თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ კი ლუი ვან გაალმა ჩაიბარა გუნდის სადავეები და რაიანი მის თანაშემწედ მოგვევლინა.
ჰოლანდიელ მწვრთნელს კლუბთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება და დევიდ ბექჰემმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი დაასახელა, ვისაც სამომავლოდ ისურვებდა "იუნაიტედის" მთავარ მწვრთვნელად. "ფეხბურთელზე, რომელმაც მთელი თავისი კარიერა ერთ კლუბს დაუკავშირა, მგონი ყველანაირი კომენტარი ზედმეტია. იმედი მაქვს, სამომავლოდ სწორედ რაიანი ჩაიბარებს "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტს." განაცხადა ბექჰემმა.