მოგეხსენებათ,რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა 19 წლის ფრანგ თავდამსხმელში. ამ სტატიით მცირედ მიმოხილვას გავაკეთებთ "მონაკოს" ყოფილ ფეხბურთელზე ანტონი მარტიალზე.
მოგეხსენებათ,რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა 19 წლის ფრანგ თავდამსხმელში. ამ სტატიით მცირედ მიმოხილვას გავაკეთებთ "მონაკოს" ყოფილ ფეხბურთელზე ანტონი მარტიალზე.
"იუნაიტედმა" მარტიალთან 4 წლიან კონტრაკტს მოაწერა ხელი, ხოლო ტრანსფერის საფასური 36 მილიონ ფუნტს შეადგენს, რის შედეგადაც ანტონი ყველაძე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია ისტორიაში.
რა ცვლილებებს მოუტანს იგი ვან გაალის გუნდს? რა არის მისი სისუსტე და სიძლიერე? რომელი ფეხბურთელისგან ისწავლის და ვის ადარებენ მას?
სწორედ ამ სტატიაში განვიხილავთ ყველაფერს მისი ციტატებით და იმ ხალხის დახმარებით, ვიც მას ყველაზე კარგად იცნობს.
ვინ რის ანტონი მარტიალი?
მარტიალი 19 წლის ფრანგი თავდამსხმელია, რომელიც "ლიონის" აკადემიაში აღიზარდა. პირველ გუნდში მან, მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა, სანამ "მონაკოს" შეუერთდებოდა 2013 წელს 3.5 მილიონ ევროდ.
მშვიდი პირველი სეზონის შემდეგ, მარტიალმა უკეთესად გამოიჩინა თავი ახალი მწვრთნელის ლეონარდო იარდიმის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ იგი "მონაკოს" წევრი იყო, როდესაც ფრანგებმა "არსენალი" 3-1 დაამარცხეს "ემირეითზე".
რა არის მისი სიძლიერე?
პირველი და მთავარი, რაც ყველაზე გასაოცარია, არის მისი მოძრაობა. ევრო 2013-ზე იგი უეფას შედეგებით U-21-ის ტურნირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. "მონაკოს" ყოფილი მწვრთნელი ტორ-კრისტიან კარლსენი ყურადღებას ამახვილებს მის მონაცემებზე:
"სწრაფი, მოძრავი ბურთის არაჩვეულებრივი კონტროლი. იგი აურაცხელი ნიჭის პატრონია".

კარლსენმა დაამატა, რომ მარტიალს:
"არაჩვეულებრივი ალღო აქვს მოწინააღმდეგეს კართან და ეს საკმაოდ იშვიათია ახალგაზრდა ფეხბურთელებში" და ეს ძალიან კარგად ჩანს, როდესაც იგი ერთი-ერთზე თამაშობს მოწინააღმდეგესთან.
რა არის მისი სისუსტე?კარლსენმა ასევე მის უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა
: "მეორე მხრივ, მას აქვს პრობლემები თანმიმდევრობასთან, აქვს უნარი გაუმჯობესდეს ფიზიკურად და გააქროს კითხვები გამბედაობაზე".

ასევე ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა "მონაკოს" ყოფილმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, რომელიც მუშაობდა მარტიალთან პირველ სეზონში.
"იგი უნიჭიერესი ახალგაზრდაა, რომელსაც დიდებული მომავალი ელის, მაგრამ მან აუცილებლად უნდა შეცვალოს მისი აზროვნება. ხშირად ფრანგული მენტალიტეტი ასეთია: ' დღეს მე კარგად ვითამაშე, ალბათ ხვალაც ასე ვითამაშებ'. არა! შენ ყოველ დღიურად ბევრი უნდა ივარჯიშო, რათა ხვალ საუკეთესო შედეგს მიაღწიო."

მარტიალს საშუალება ჰქონდა ეთანამშრომლა "იუნაიტედის" ყოფილ თავდამსხმელთან, რადამელ ფალკაოსთა და "ნიუკასლის" ყოფილ ფორვარდთამ ემანუელ რივიერასთან, როდესაც ისინი ერთად ასპარეზობდნენ "მონაკოში".
"მე ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ვისწავლო ფალკაოსგან, და ასევე რივიერასგანაც რა თქმა უნდა. მისი მოძრაობები შეუდარებელია-ეს ძალიან კარგია ჩემთვის, " ამბობს მარტიალი. "მე ბევრი უნდა ვიმუშაო ჩემს მოძრაობაზე და მოქმედების დასრულებაზე, ხოლო ეს ორი ფეხბურთელი კი ჩემთვის საწყისი წერტილია."

მას ადარებენ ფეხბურთელს, რომელმაც უკვე გაიარა ანალოგიური გზა მონაკოდან პრემიერლიგამდე, რაც დიდი ალბათობით უნდა ამხსნევებდეს "იუნაიტედის" გულშემატკივრებს. კარლსენი ფიქრობს, რომ მარტიალს "შეუძლია იყოს ახალი ტიერი ანრი".
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ახალგაზრდა ფრანგს ლეგენდარულ ანრის ადარებენ.
"თუ მე შევძელი იმის გაკეთება, რაც მან გააკეთა, ეს ნამდვილად გასაოცარი იქნება".წყარო:
Sky Sports