- "იუნაიტედს" არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, მადრიდის "რეალთან". გარდა ამისა დავიდ დე ხეა მანჩესტერული კლუბისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და კლუბს მისი გაყიდვა არ სურდა.
- არანაირი შემოთავაზება, გუშინდლამდე.
- გუშინ, პირველად მიიღო "იუნაიტედმა" შეთავაზება დავიდ დე ხეაზე, "რეალისგან". შეთანხმება მიღწეული იყო კლუბებს შორის, რაც ასევე ითვალისწინებდა იმას, რომ ნავასი გადავიდოდა ოლდ ტრაფორდზე. შეთანხმება ორივე კლუბზე იყო დამოკიდებული.
- ბოლო, რამდენიმე საათის განმავლობაში, ისევე როგორც კეილორ ნავასის, ასევე დავიდ დე ხეას დოკუმენტებს მადრიდული მხარე აკონტროლებდა. მანჩესტერული მხარე, მხოლოდ "იუნაიტედის" დოკუმენტებს აკონტროლებდა.
- "მანჩესტერ იუნაიტედმა" სატრანსფერო დოკუმენტები გაგზავნა ორივე ფეხბურთელზე მადრიდში 20:40 (ბრიტ, დროით.) დავიდის საბუთები დაბრუნდა მანჩესტერში 22:32 (ბ, დრ), თუმცა მასზე ხელმოწერა არ ყოფილა.
- 22:40 (ბ, დროით) სატრანსფერო ფანჯრის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოვიდა მთავარი დოკუმენტები, რომელიც კლუბის აზრით უკვე რისკის ქვეშ აყენებდა შეთანხმებას.
- მხოლოდ 22:55 (ბ, დროით) მოვიდა დოკუმენტების დავიდის კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ.
- თუმცა ამ დროს კეილორ ნავასის საბუთები ჯერ კიდევ არ იყო მოსული.
- 22:58 (ბ, დროით) სატრანსფერო შეთანხმება შედგა, პასუხი გაიგზავნა და აიტვირთა ფიფას სატრანსფერო მართვის სისტემაში.
- ჩვენთვის გასაგებია, თუ რატომ არ შედგა შეთანხმება:
"რეალმა" არ ატვირთა დევიდის დოკუმენტები სატრანსფერო მართვის სისტემაში, "იუნაიტედმა" კი ეს გააკეთა.
ასევე, "რეალმა" არ ატვირთა დე ხეას საბუთები არც ესპანეთის ლიგაში დროულად, ზოგიერთი გამოცემა კი იტყობინება, რომ ეს 28 წუთის დაგვიანებით გააკეთეს.
- ფაქტია, რომ "იუნაიტედმა" შეავსო საბუთები და დროულად აცნობა პროფესიული ფეხბურთის ასოციაციას, რომელიც მზად არის დაეხმაროს "იუნაიტედს", ნებისმიერ დისკუსიაში FIFA-სთან.
"იუნაიტედის" ყველა ქმედება არის შესაფერისი და აზრიანი, კლუბი მოხარულია, რომ შეინარჩუნა ფანების ფავორიტი ფეხბურთელი და 2 გზის წლის საუკეთესო ფეხბურთელი "იუნაიტედის" რიგებში.
წყარო:
Manutd.com