თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2015, 19:53
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2211,
კომენტარები: 9
"რეალი" ბრალს "იუნაიტედს" დებს
დე ხეა "იუნაიტედში" დარჩა
გადაწყდა, დე ხეა "იუნაიტედში" რჩება. თუმცა რატომ ამას ახლავე გაიგებთ.

პირველ რიგში, "რეალმა" გადაწყვიტა რომ არ შეიტანოს აპელაცია ლა ლიგაში და არც მის ზემდგომ ორგანოებში. თუმცა, მადრიდული კლუბის განცხადებით ყველაფერში დამნაშავე "იუნაიტედია" და მათი აზრით ინგლისურმა კლუბმა, სპეციალურად შეაყოვნა ტრანსფერი.

29,5 მილიონი ფუნტ სტერლინგი, სწორედ ამ თანხას იხდიდა "რეალი" და პლიუს კეილორ ნავასს. ყველაფერი ეს შეთანხმებული უკვე ორშაბათს იყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, კლუბებს უბრალოდ დრო არ ეყოთ, იმისათვის რომ ტრანსფერი ოფიციალურად შეეთანხმებინათ და ადმინისტრაციული წესები დაეცვათ.

თუმცა, მეორეს მხრივ ჩანს რომ ტრანსფერი სპეციალურად შეყოვნდა და საბუთები 28 წუთის დაგვიანებით გადაიგზავნა. არის საუბარი იმაზეც, რომ მადრიდულ კლუბს საერთოდ არ მიუღია არანაირი საბუთი, არც დაგვიანებით.

"იუნაიტედი" კი საპირისპიროს ირწმუნება, რომ მათ ყველა "ფურცელი" მოაწესრიგეს, თანაც დროულად და სხვათაშორის, კლუბი მზადაა ყველაფერი ეს დაადასტუროს, რომ მოწესრიგებული საბუთები დროულად იქნა გადაგზავნილი. ამაზე საპასუხოდ კი, "რეალმა" 10 პუნქტიანი გეგმა შეადგინეს, სადაც სრულად აღწერილია თუ რა მოხდა რეალურად და თუ რატომ ჩაიშალა ესპანელი კიპერის ტრანსფერი.


1. "იუნაიტედი" დათანხდმა მოლაპარაკებაზე ორშაბათს დილით.

2. "რეალმა" ინიციატივა გამოიჩინა საუბარში.

3. მანჩესტერული კლუბი მზად იყო შეთანხმებისთვის, თუ ტრანსფერში ნავასიც ჩაერთვებოდა.

4. ორივე კლუბი შეთანხმდა, ამის შემდეგ "რეალმა" გაუგზავნა დოკუმენტები "იუნაიტედს" 12:39 (ბრიტანეთის დროით)

5. "იუნაიტედმა" დოკუმენტები მადრიდში გაგზავნა 18:39 (ბრიტ, დროით) , სადაც მცირე ჩასწორებები შეიტანა, რაზეც "რეალი" მაშინვე დათანხმდა.

6. მადრიდიდან გაიგზავნა კონტრაქტები მანჩესტერში 22:32 (ბრიტ, დროით) და ისინი ელოდებოდნენ თუ როდის გამოგზავნიდნენ "იუნაიტედიდან" ამ კონტრაქტებს ხელ-მოწერილს.

7. 22:53 "იუნაიტედი" იღებს თანხმობას ნავასისგან და შემდეგ გზავნის მასთან კონტრაქტს, ხელის მოსაწერად.

8. "იუნაიტედი" შევიდა (TMS) -ში, რომ შეეყვანა დეტალები დე ხეას ტრანსფერის შესახებ. ამის შემდეგ მანჩესტერულმა მხარემ გაგზავნა კონტრაქტი მადრიდში, რომელიც მათ 23:02-ზე (ბრიტ, დროით) მიიღეს. მადრიდული მხარე ეცადა შეეტანა დეტალები (TMS) -ში, თუმცა მათ ვერ მოიპოვეს უფლება. ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა ბრიტანეთის დროით 23 საათზე დაიხურა.

9. 11:26 (ბრიტ, დროით) (TMS) -მ მიიწვია "რეალი", რადგან ინგლისში ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული სატრანსფერო დედლაინი. ანუ, ჯერ კიდევ იყო დრო იმისათვის, რომ ტრანსფერი შემდგარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდულმა მხარემ იცოდა, ტრანსფერის დარეგისტრირება უკვე დაგვიანებული იყო, მაინც გააგზავნეს კონტრაქტი პროფესიონალური ფეხბურთის ლიგაში.

10. "რეალმა" ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ტრანსფერი შემდგარიყო და შეთანხმება მიღწეულიყო.

*TMS - ფიფას, ტრანსფერების მართვის სისტემა.

შეგახსენებთ, რომ ეს 10 პუნქტიანი გეგმა ოფიციალურმა "რეალმა" გამოაქვეყნა.


წყარო: "სქაისპორტი"
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Lee Sharpe
1 სექტემბერი 2015 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
გამოექანონ smoke
0
№2
ავტორი: tupaca
1 სექტემბერი 2015 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
Erti realis dedac mo....
0
№3
ავტორი: გაბადაძე
1 სექტემბერი 2015 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
დღეს ვკითხულობდი გამწარებული რეალის ფანებისკომებს, ერთერთი დეხეას დედაც როცა ნავასი გვყავსო, მეორემ იასნა ნავასი ჯობს დე ხეასო და ესეთები თან ისეთი ტიპები წერდენ მანამდე ოღონდ დეხეა გადმოვიდეს და მეტი არაფერი არ გვინდა ავშენდებითო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№4
ავტორი: glory man united
1 სექტემბერი 2015 20:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ამის დარჩენას უკვე გაყიდვა მერჩივნა შემაზიზღა თავი. მაგრამ სასწაული თუ მოხდა ახალი კონტრაქტი გააფორმა შეიძლება აზრი შევიცვალო. რუნიმ უნდა დააკაჩავოს ეს მაგარი biggrin2
0
№5
ავტორი: GeorgeBest
1 სექტემბერი 2015 20:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აზრი არ აქვს ამის დარჩენას კლუბისთვის. ჯობდა მამენტ წასულიყო მარა რეალს ოცნებებში რო ჩაუჯვეს აი მაგან გაასწორა

მომავალ წელს მაინც წავა, იმედია სსტავს არ მიაკარებენ, არ მესმის ესეტი ფეხბურთელი რად გვინდა გუნდში. დაალპონ და მერე სადაც უნდა იქ წავიდეს არასწორი
0
№6
ავტორი: PaLoMo
1 სექტემბერი 2015 21:23
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
Erti peresis da realis dedac mov....an roca dro qondat traks atamashebdnen da 18 milonze mets ar gvadzlevdnen,magram chven

Ro ar shegveshinda degeas ufasod gashvebis.peress mouchiraa :-D daa boloo dgeebshi gaaryia is gasiebuli ukanalii.ase rom magati braliaa ;-) gamoeqanon britanetis droit 18:35wutzee

Ro ar shegveshinda degeas ufasod gashvebis.peress mouchiraa :-D daa boloo dgeebshi gaaryia is gasiebuli ukanalii.ase rom magati braliaa ;-) gamoeqanon britanetis droit 18:35wutzee
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 სექტემბერი 2015 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაფერი თავის თავს დააბრალოს პერესმა რააა. თუ ასე ძაან უნდოდათ დე ხეა მანამდე მოეგვარებინათ ტრანსფერი ბოლო დღეს რო მოინდომეს გმირობა. ძაან კაი თუ ვერ გადავიდა 3d_2
0
№8
ავტორი: LASHA_MANAGADZE
1 სექტემბერი 2015 22:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
Arada mecodeba rac magas manchesteristvis aqvs ganaketebi sharshan da sharwin ar shedleba ese moeqce pegburtels romelsac amxela momavali aqvs ronaldo gavushvit da zaan bevri varskvai mara manchesteri ar chazirula amitom gaushvan ar shedlzeba eseti talantis gapucheba de geas gareshec mshvenieri gundi gvyavs romero imedia chadgeba tavis pormashi
0
№9
ავტორი: Mufc7
3 სექტემბერი 2015 02:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მეტის ღირსები არიან wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top