”იუნაიტედის” ყოფილი გოლკიპერი, ედვინ ვან დერ სარი გამოტყდა, რომ ახლაც გაკვირვებულია სერ ალექსის განცდებით, როდესაც მისი გუნდი სასურველ შედეგს ვერ აღწევს.ფერგიუსონი გააკრიტიკეს ”ნიუკასლთან” მატჩში მისი კლუბის არასტაბილური თამაშის გამო.ედვინი დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ძალიან გადატვირთული გრაფიკის გამო მოხდა და იმედი აქვს ფერგის ბიჭები დარჩენილ მატჩებს წარმტებით ჩაატარებენ.
”როდესაც თქვენ ხედავთ, თუ როგორ ეჩხუბება სერ ალექსი მსაჯებს ან მატჩის დელეგატს, თქვენ ამას ზედმეტ აგრესიათ აღიქვამთ.შოტლანდიელი ხომ სულით გამარჯვებული ადამიანია. შეიძლება ითქვას, რომ ასეთ წუთებში თქვენ საუკეთესო ფერგიუსონს ხედავთ. ეს არის მისი ბუნება და ფსიქოლოგია, რომელსაც მოთამაშეებსაც გადასცემს. მე ვხედავდი ასეთ საქციელს, როდესაც მანჩესტერში ვთამაშობდი."
შემიძლია ვთქვა, რომ შოტლანდიელს კარგად ვიცნობ. ის ყოველთვის ითვალისწინებს გეგმებს, თუ რა მოხდება მომავალ ეპიზოდში.ასე რომ, როდესაც იგი მსაჯს ეჩუბება, მან იცის, რომ შედეგი არ იქნება, მაგრამ მაინც ჩხუბობს, რადგან ეს სული მოედანზე მოთამაშეებს ეხმარებათ.ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი უფრო მოტივირებული და მონდომებული ხდება, როდესაც ხედავთ თუ როგორ ჩხუბობს მათთვის მწვრთნელი.ეს შესანიშნავი სიგნალია მოთამაშეებისთვის.”