"სქაისპორტის" განცხადებით, ანტონი მარტიალი უკვე "იუნაიტედის" ფეხბურთელია და ის ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერია. კლუბმა მასში 36 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა.
მარტიალის საფრანგეთში მისცეს უფლება, რომ დაეტოვებინა შეკრება დროებით, რათა ჩამოსულიყო ინგლისში და გაეარა სამედიცინო შემოწმება. ახლა კი ის უკვე უკან დაბრუნდა, რადგან საფრანგეთს მომდევნო მატჩები აქვს ჩასატარებელი, პორტუგალიასთან და სერბეთთან. (ამხანაგური)
"იუნაიტედმა" უკვე დაადასტურა ტრანსფერი, თუმცა კლუბი ჯერ ოფიციალურად არ აცხადებს ამ ტრანსფერს.
სხვათაშორის, მარტიალმა "მონაკოსთან" კონტრაქტი ივლისში გააფორმა და კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ვადიმ ვასილევი მას შეუძლებელ ტრანსფერს ეძახდა:
"მას ევროპის რამდენიმე დიდი კლუბი შეეხმიანა, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ მან განაგრძოს განვითარება "მონაკოში" . რასაც მარტიალმა 19 წლის ასაკში მიაღწია, ეს უბრალოდ შთამბეჭდავია, ეს ჯერ კიდევ სულ ცოტა, საუკეთესო ჯერ კიდევ არ მოსულა."მარტიალი ძალიან მალევე გადავიდა "იუნაიტედში", მას შემდეგ რაც კლუბმა ხავიერ ერნანდესი გაყიდა "ლევერკუზენში" და ასევე არენდით ადნან იანუზაი.
რობინ ვან პერსიმ და რადამელ ფალკაომ კლუბი ამ ზაფხულს დატოვეს, სწორედ ამიტომ, კლუბს ახალი ფორვარდი სჭირდებოდა, რადგან "იუნაიტედში" მხოლოდ 1 ფორვარდიღა იყო დარჩენილი, უეინ რუნის სახით.
წყარო:
"სქაისპორტი"