მოგეხსენებათ, მექსიკელი თავდამსხმელი ლევერკუზენის "ბაიერის" ფეხბურთელია, რომელიც ძალებს უკვე ბუნდესლიგაში მოსინჯავს. ფეხბურთელის ტრანსფერი გერმანულ კლუბს £7.3 მილიონი დაუჯდა, ფეხბურთელთან კონტრაქტის თანახმად კი ჩიჩარიტო "ბაი არენაზე" 2018 წლამდე დარჩება.
27 წლის ფეხბურთელი ვან გაალის გეგმებში ვერ მოხვდა, რის შემდეგაც, ჯერ კიდევ გასული სეზონი მადრიდის "რეალში" გაატარა, ამჟამად კი "ბაიერის" ფეხბურთელია.
თავად ჩიჩარიტო, რომლითაც ასევე "ვესთ ჰემი" და "ტოტენჰემი" იჩენდა ინტერესს აცხადებს, რომ მზადაა ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლოს.
"მინდა თავი ისევ მნიშვნელოვნად და ბედნიერად ვიგრძნო. მსურს, კვლავ ბედნიერება ვიპოვო. "ბაიერმა" მაგრძნობინა, რომ ვუყვარვარ და მნიშვნელოვანი ვარ მათთვის, ამიტომ აქ მოსვლა რთული გადასაწყვეტი არ ყოფილა. ვგრძნობ, რომ მათ ვჭირდები."
"მინდა დავეხმარო მათ და ერთად ბევრ მნიშვნელოვან რამეს მივაღწიოთ. ვიმედოვნებ, დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გავართმევ თავს".