თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2015, 15:40
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2442,
კომენტარები: 5
რუნის თავდასხმაში პარტნიორი სჭირდება
ლიდერი, რომელზეც გუნდი არ არის მორგებული
რუნის თავდასხმაში პარტნიორი სჭირდება
სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე საათში იხურება. ორი აზრი არ არსებობს, რომ „იუნაიტედს“ თავდამსხმელი ჰყავს საყიდელი და ასეც მოიქცევა.

იმისთვის, რომ კლუბი ოთხეულში მოხვდეს, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს და ტიტულებისთვის იბრძოლოს, ტოპ კლასის თავდამსხმელი სჭირდება, რომელიც ირბენს, მოწინააღმდეგის მცველებს დაღლის და სივრცეებს გაათავისუფლებს. უეინ რუნი საოცარი ფორვარდია, მაგრამ არა ასეთი ტიპის.

იდეალური იქნება „იუნაიტედისთვისაც“ და რუნისთვისაც, თუ პრემიერ ლიგის განახლების შემდეგ უეინი წინა ხაზში ითამაშებს, თუმცა მის წინ კი ტიპიური 9 ნომერი იქნება. რუნი ოქტომბერში 30 წლის გახდება, მაგრამ ის ისევ უმაღლესი დონის თავდამსხმელია. ამ მომენტისთვის მას 75 გოლი უკლია პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობამდე და ფორმის შენარჩუნების შემთხვევაში, მას ამის გაკეთების შანსი ნამდვილად აქვს.

უეინმა „ბრიუგესთან“ კიდევ ერთხელ დაგვანახა, მომენტების როგორი კარგი შემსრულებელია. შეიძლება ამ მატჩმა თავდაჯერებულობა მისცა კიდეც, მაგრამ პრემიერ ლიგაში დაბრუნებულს არაფერი გამოსვლია - „სუონსისთან“ მატჩში ის ბურთს 39-ჯერ შეეხო, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელი გუნდიდან. ერთ-ერთ მომენტში მან არაფრიდან შექმნა მომენტი, მაგრამ ისევ თავდაჯერებულობამ უმტყუვნა.

რუნის თავდასხმაში პარტნიორი სჭირდება


რუნი ლიდერია და უდიდესი პრობლემა ის არის, რომ გუნდი მასზე, ლიდერზე არ არის მორგებული. როცა მას მწვრთნელი შესაბამის როლს მისცემს და წინა ხაზში ფეხბურთელს შეუწყვილებს, მაშინ გვექნება ბედნიერება ვისაუბროთ მასზე, როგორც მსოფლიო კლასის თავდამსხმელზე და არა როგორც მატჩის იმედგაცრუებაზე.
რა მოეთხოვება 9 ნომერს?

მომენტების გამოყენებასა და გოლების გატანასთან ერთად, 9 ნომერს სხვა ბევრი სამუშაო აქვს. მისი მთავარი მიზანი მოწინააღმდეგის დაცვითი ხაზის „ოკუპირებაა“.
როგორ ხდება ეს? მათი გაშლით და თავისუფალი ზონების შექმნით. ეს ხდება მცველებს უკან გარბენებით, როცა მოთამაშე არა საგოლე მომენტისთვის ემზადება, არამედ მათი ყურადღების გაფანტვას და ცენტრალური მცველების გადაშლას ცდილობს. ამით სივრცეები უკან მყოფ თავდამსხმელთან ერთად ვინგერებსაც ეხსნება.

ეს იყო სერ ალექს ფერგიუსონის სტრატეგია ორი ათწლეულის მანძილზე. მან უეინი „ათიანზეც“ კი დაწია და ინგლისელიც ამ გზით აგრძელებდა შორეულ დარტყმებს, ვინგერებისთვის ბურთის გადაწოდებებს და მისი მეწყვილე თავდამსხმელებისთვის უნაკლო საგოლე მომენტების შექმნებს. ფაქტია, მას თავდამსხმელებთან შეგუების კარგი უნარი აქვს, ისტორია და ციფრები ამას ნამდვილად ამტკიცებს - რუნიმ იდეალური დუეტი შექმნა ნისტელროისთან, ლუის საჰასთან, ტევესთან, ბერბატოვთან და ბოლოს რობინ ვან პერსისთან. სერ ალექსმა ზუსტად იცოდა რა სჭირდებოდა გუნდს რუნისგან, დევიდ მოიესმა ზუსტად იცოდა რა სჭირდებოდა რუნის და აძლევდა მისთვის სასურველ როლს, ვან გაალი კი დარწმუნებულია იმაში, რა სჭირდება თავის ფილოსოფიას უეინისგან.

BBC.COM
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
1 სექტემბერი 2015 15:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველა ვაკრიტიკებდით რატო არ დგას ფორვარდადო მარა უკან ბევრად უკეთესია, ან წინ ვინმე უნდა შეუწყვილდეს. მხოლოდ რუნი ვერ ქაჩავს ეს ფაქტია და ბრიუგესთან გატანილი 3 გოლი არაფერია
0
№2
ავტორი: dachi_mu
1 სექტემბერი 2015 15:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Eeehh babuu geniosi iyoo..es ki dishlaporia
0
№3
ავტორი: chudikone
1 სექტემბერი 2015 17:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რამდემი წელია ამ გუნდის ფანი ვარ და ერთი შემტევით არასოდეს გვითამაშია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Mufc7
1 სექტემბერი 2015 18:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
წითელცხვირა ბაბუ დაააბრუნეეეეთ 3d_6 აი , მერე გვეშველება მარტო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: AkkRed
3 სექტემბერი 2015 11:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რუნი ძალიან მაგარია როცა გვერდით ვინმე ჰყავს და მარტო წინ არარი, უყვარს ლამაზი გადაცემები და გაშლილი თამაში, მაგრამ როცა მის წინ არავინაა ვერ თამაშობს ისე ლაღად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top