თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2015, 15:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1555,
კომენტარები: 7
როხო: "იუნაიტედში" დარჩენა მსურს"
არგენტინელს "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენა სურს, თუმცა მოედანზე ჯერ არცერთი წუთი არ გაუტარებია
როხო:
მარკოს როხომ განაცხადა, რომ სურს დარჩეს "მანჩესტერ იუნაიტედში". მაგრამ, როგორც ინგლისური პრესა აცხადებს, მის გაყიდვას "წითლები" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აპირებენ.

მოგეხსენებათ, რომ როხო ამერიკაში წინასასეზონო ტურნეზე ვერ გაფრინდა. ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ დაავიწყდა პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელება. ამის შემდგომ ის არამარტო დაჯარიმდა 140 000 ფუნტის ოდენობით, არამედ შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა. მიმდინარე სეზონში არგენტინელს ერთი წუთიც არ გაუტარებია მოედანზე. თუმცა ის აცხადებს რომ ყველა ეს პრობლემა წარსულში დარჩა.

"მე რამდენიმე შეთავაზება მივიღე სხვადასხვა კლუბისგან, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი ახლა "იუნაიტედში" დარჩენა და მინდორზე ადგილისთვის ბრძოლაა, იმიტომ რომ ეს შესანიშნავი კლუბია. ვეცდები, რომ რაც შეიძლება მეტი ვითამაშო."

"დაბრუნების შემდეგ ვან გაალს ვესაუბრე. რა თქმა უნდა, ის ძალიან გაბრაზებული იყო ყველაფერ იმის გამო, რაც მოხდა, მაგრამ ისიც მითხრა, რომ ჩემზე გათვლებს აკეთებს."

"ვან გაალი ძალიან ძლიერი პიროვნებაა. თითოეული ჩვენგანისგან ის ბევრს ითხოვს და მინდორზე მაქსიმუმს მოელის. მან განმიცხადა რომ შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად ბლინდთან მომიწევს ბრძოლა. თუმცა მე ასევე შემიძლია მარცხენა ფლანგზე თამაში, სადაც რამდენიმე მატჩი უკვე ჩავატარე გასულ სეზონში"
,-აცხადებს როხო.

წყარო: ManUtd.ru
სიახლეები
7 კომენტარი
№1
ავტორი: kOsTiA
1 სექტემბერი 2015 15:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 450
ara ra.. van gaalma sharshan titulebi vera magram disciplina moutana klubs..dzaan principuli kacia da monwons.. me disi inedebit velodebi mis warmatebas.. dainaxaovret es kaci wels gagvaxarebs.
0
№2
ავტორი: GeorgeBest
1 სექტემბერი 2015 15:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შეეშვი ბიჭო ამ მარცხენა ფლანგს მანდ არავინ მიგიშვებს სანამ შოუ გვყავს wink ბლინდს კონკურენცია როგორ ვერ უნდა გაუწიოს
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
1 სექტემბერი 2015 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მარცხენა ფლანგზე არც იფიქრო, მაგრამ ბლინდი თუ ვერ ამოაგდე მაშინ წადი და ფანჯრიდან გადახტი wink
0
№4
ავტორი: Lee Sharpe
1 სექტემბერი 2015 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
არ გაუშვათ კაცი ესტუდიანტესის და ბარსსას ფანია და მაინც აქ უნდა ahahaha
0
№5
ავტორი: PaLoMo
1 სექტემბერი 2015 15:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
Showses mteli misi cxovrebis manzilzever amoagdebs daa.mcveli tu davimatet .vabshe wasvla mouwevs.daje amas mcneiri mirchevnia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: Svanii
1 სექტემბერი 2015 15:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
Ra mcnairi to :/ dzan magrad mevaseba midi rojo daamtkice ro udzlieresi xar <3 ra blindi risi blindi. Aq is faqtori moqmedebs ro rojom daagviana da magito axexinebs tore aramgonia vangaali kkmayofili iyos blindit.
0
№7
ავტორი: AkkRed
3 სექტემბერი 2015 11:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა გულზე არ მეხატება, მაგრამ ამ მომენტისთვის ეს რომ გაგვეშვა ძააან უაზრობაა იქნებოდა. 4 ცენტრ. მცველი გყვავს და მაქედან ერთი დებილი ჯონსია მეორე ახალგაზრდა მაკნეირი, ასე რომ კარგია რომ დარჩა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top