მორგან შნეიდერლინმა პრესას განუცხადა, რომ უეინ რუნის წარმოდგენა არ ჰქონდა თუ ვინ იყო ანტონი მარტიალი სანამ ფრანგს "ოლდ ტრაფორდს" არ დაუკავშირებდნენ.
"იუნაიტედის" ინტერესი 19 წლის ფრანგისადმი ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, მათ შორის "წითლების" კაპიტნისთვისაც.
როდესაც "სუონსისთან" დამარცხებული "ეშმაკუნები" სახლში ბრუნდებოდნენ უეინ რუნიმ გადაწყვიტა ცოტა მეტი გაეგო "მონაკოს" ფორვარდის შესახებ მისი ფრანგი გუნდელის, შნეიდერლინისგან.
"თვითმფრინავში უეინი მოვიდა რომ დამლაპარაკებოდა და ეკითხა თუ ვინ იყო მარტიალი, რადგან ინგლისური პრესა უკვე ძალიან აქტიურად საუბრობდა ჩემს თანამემამულეზე."
"მე ვუთხარი რომ ის დიდებული ფეხბურთელია, საოცარი პოტენციალით და მან რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა გასულ და ამ სეზონში "მონაკოს" მაისურით. ასევე ვუთხარი, რომ ის ძალიან ტექნიკური და ძლიერია. ცოტათი ტიერი ანრისაც წააგავს. პრესაც აქტიურად აკეთებს ამ შედარებას",-განაცხადა შნეიდერლინმა.