"ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 5 სეზონის განმავლობაში ლინდეგაარდმა მანჩესტერული კლუბის მაისურით მხოლოდ 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ სეზონში კი ლუი ვან გაალმა მას ნათლად დაანახა, რომ ერთადერთი გადაწყვეტილება მისი გუნდიდან წასვლა იყო.
მოსალოდნელია, რომ დანიელი კიპერის ტრანსფერის სანაცვლოდ "შაშვებს" არანაირი კომპენსაციის გადახდა არ მოუწევთ. ანდერსმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"ინგლისში გადასვლის შემდეგ, "ვესტ ბრომვიჩმა" ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ტონი პულისთან საკმაოდ კარგად ვისაუბრე - ახლა მას ბოსი უნდა დავუძახო. ტონიმ კარგად ამიხსნა, რომ ეს ტრანსფერი ჩემთვის და კლუბისთვის სასარგებლო იქნებოდა." - აცხადებს დანიელი
შეგახსენებთ, რომ ლინდეგაარდი დარენ ფლეტჩერთან და ჯონი ევანსთან ერთად ამ წელს "იუნაიტედიდან" "ვესტ ბრომვიჩში" გადასული მესამე ფეხბურთელი იქნება.