თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2015, 21:42
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2763,
კომენტარები: 9
"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ლიბერთი სტეიდიუმზე" გამართული მატჩის ტაქტიკური ანალიზი.
ფეხბურთის გულეშემატკივართა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ სწორედ უელსში გასამართი მატჩი იქნებოდა "იუნაიტედისთვის" მიმდინარე სეზონში პირველი გამოცდა. მათთან შეკამათება ძნელია - გარი მონკის შეგირდებმა თავიანთი კონტრშეტევებზე აწყობილი თამაშით იდეალურად გამოიყენეს მეტოქის სუსტი წერტილები და არ მისცეს "ეშმაკებს" საშუალება კომბინაციური და სწრაფი თამაში ეჩვენებინათ.

შემადგენლობები

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ამჯერად პირველივე წუთებიდან 10-იანის პოზიციაზე მოგვევლინა ანდერ ერერა, ხოლო მის უკან ბასტიან შვაინშტაიგერი და მორგან შნეიდერლინი მოქმედებდნენ. დანარჩენ პოზიციებზე უცვლელი წევრები მოქმედებდნენ. "გედებმა" მატჩის დაწყებამდე ყურადღება იმით მიიქციეს, რომ განაცხადს მიღმა დარჩა მონტერო - მისი ადგილი როუტლიჯმა დაიკავა.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


შეცდომები

1. აიუ ბლინდის ზურგს უკან აკეთებს გადაცემას, რომელიც გომისს მისდის, ფრანგი შემტევი ბურთს იღებს და საჯარიმოს კუთხიდან არაზუსტად ურტყამს. ბლინდის პოზიციური შეცდომის გარდა იმაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ შეტევა შვაინშტაიგერის მიერ დაკარგვას მოჰყვა.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


2. "სუონსის" მოთამაშეები სტანდარტს ორიგინალურად ითამაშებენ- ბურთი მისდის გომისს, რომელიც ერთი შეხებით, ქუსლით პუოლობს სიდგინრსონს - ისლანდიელის დარტყმული სანტიმეტრებით ცდება შორეულ ძელს. უჩვეულოდ გათამაშებული ბურთი ვერანაირად ვერ ამართლებს შოუსა და შნეიდერლინს, რომლებმაც ვერ მოახერხეს გომისის განეიტრალება, ასევე ბლინდს, რომელმაც სიდგურსონს მისცა ბურთის მიღების საშუალება.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


3. ისევ გომისი და კვლავ შელვის გადაცემა აღწევს ადრესატამდე. ფრანგი რთული ვითარებიდან თავის დაღწევას მაინც ახერხებს და ამჯერად თავად ურტყამს კარში, ბურთი ძელს ხვდება. დაუჯერებელია, თუ რა მარტივად ჩამოიშორა შემტევმა ბლინდი და გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე.



4. პოზიციურ შეტევაში კიმ (რომელიც როუტლიჯის ნაცვლად შემოვიდა) და სიდგურსონმა მარჯვენა ფლანგზე ბურთი გაითამაშეს, ამ ეპიზოდში აზიელის ერთმა პასმა ერთბაშად "იუნაიტედის" 4 მოთამაშე დატოვა უსაქმოდ. ამ დროს საჯარიმოში დარმიანმა და სმოლინგმა, რომლებიც არ დაელოდნენ ნახევარმცველების დახმარებას, ცოტა არ იყოს არასწორი პოზიციები შეარჩიეს: სიდგურსონის ჩაწოდების შემდეგ აიუ სრულიად მარტო დარჩა, ხოლო გომისმა თითქმის გაასწრო სმოლინგს და ისიც ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა. დაუჯერებელია, თუ როგორ ვერ გამოიყენეს სტუმრებმა ეს მომენტი.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


გოლები

1. შოუს ეპიზოდის დასაწყისში ძალიან უმართლებს და ასხლეტის შედეგად "სუონსის" სამ მოთამაშეს იტოვებს ზურგს უკან. საჯარიმოსთან მიახლოებული ინგლისელი მცველი არცთუ კომფორტულ გადაცემას უკეთებს რუნის, უეინმა ბურთი გაატარა, რასაც არ ელოდა უილიამსი, თუმცა პირიქით მზად იყო მატა, რომელიც ახლო მანძილიდან იღებს თითქმის დაუცველ კარს.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


2. საგოლე შეტევა რუნის არაზუსტი გადაცემით იწყება, პასს უილიამსი ჭრის. მიაქციეთ ყურადღება შოუს, თუ რამდენად ნელა ბრუნდება იგი უკან - 6 წამში იგი მხოლოდ 20-25 მეტრს ფარავს. უელსელთა კაპიტანი სიდგურსონს ამარაგებს გადაცემით, რომელსაც შოუს წინ წასვლის გამო უზარმაზარი თავისუფალი სივრცე აქვს. ისლანდიელზე ბლინდი ამოდის, რომელიც კრის სმოლინგს პრაქტიკულად მარტო ტოვებს ორი შემტევის წინააღმდეგ: აიუ და გომისი. გადაცემა პირველ მათგანზე კეთდება, შნეიდერლინი მცველთა დაზღვევას ვერ ასწრებს, რომერო ბურთს ვერ შეწვდა.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


3. შელვის გადაცემა სიდგურსონის გავლით აიუს მისდის. განელი შემტევი იდეალურ და ძალიან ლამაზ პასს უკეთებს გომისს, ''ლიონის'' ყოფილი თავდამსხმელი ერთი შეხებით ბურთს იღებს ხოლო მეორეთი ურტყამს. ბურთი რომეროს ფეხსა და ხელს შორის ძვრება. კვლავ გაამახვილეთ ყურადღება შოუზე და მის ნელ მოქმედებებზე: მართალია, ამჯერად მისი ხსენებული ქმედება გოლის გაშვების მთავარი მიზეზი არ იყო, თუმცა სწორედ ამან გამოიწვია დარმიანის მრჯვნიდან ცენრში შემოწევა, რადგან ბლინდი აიუსთვის ბურთის ასართმევად გაემართა. შექმნილი სიტუაციით ისარგებლა შელვიმ, რომელმაც უბრალო ჩარბენი გააკეთა საჯარიმოში და სრულიად დაუცველი გახლდათ. აღვნიშნოთ სმოლინგიც, რომელსაც გამოეპარა მხედველობიდან გომისის ჩარბენი, ეს ინგლისელის პირველი სერიოზული შეცდომაა მიმდინარე სეზონში.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


გმირი

სტუმართაგან რომელიმე მოთამაშის გამორჩევა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მარტივად რომ ვთქვათ, რთულია - მთელი გუნდის თამაში საშუალოზე დაბალით ფასდება. გამოვყოფდი ერერას - ესპანელი თითქმის შეუმჩნეველი იყო, თუმცა თითქმის ყველა სახიფათო შეტევაში მონაწიეობა მიიღო. ათიანი - ეს იდეალური პოზიციაა ბასკისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, ვან გაალი მის გამოყენებას უმეტესად მოედნის ცენტრში აპირებს, სადაც ერერა არცთუ კარგად გამოიყურება.

"სუონსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


რეზიუმე

ვან გაალის გუნდმა კვლავ ვერ მოახერხა უელსურ გუნდთან გამკლავება. მატჩმა "იუნაიტედის" თითქმის ყველა სუსტი წერტილი გამოაჩინა - თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ დეპაი ჯერ კიდევ კარგად უნდა შეეგუოს გუნდს, ბლინდი ცენტრალური მცველი არ არის, ხოლო რომერო ვერ გახდება დე ხეა. შესაძლოა, ჩამონათვალი კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ პრობლემები დროის გასვლასთან ერთად მოგვარდება. თუმცა არსებობს პრობლემები, რომლებიც მხოლოდ ტრანსფერებით თუ გადაიჭრება.
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
31 აგვისტო 2015 22:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ათიანზე ამ შემადგენლობაში ერერაზე კარგი არავინ გვყავს, მატა თუ არ იდგება ფლანგზე სხვა არც არავინაა რომ დადგეს. იანგის დგომას ჯობია ახალაგზრდა შემოაგდოს რომელიმე
0
№2
ავტორი: Mufc7
31 აგვისტო 2015 22:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დეპაი ჯერ კიდევ კარგად უნდა შეეგუოს გუნდს, ბლინდი ცენტრალური მცველი არ არის, ხოლო რომერო ვერ გახდება დე ხეა. პრობლემები დროის გასვლასთან ერთად მოგვარდება. თუმცა არსებობს პრობლემები, რომლებიც მხოლოდ ტრანსფერებით თუ გადაიჭრება.

winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: ViDa
31 აგვისტო 2015 22:43
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მომიყვანეთ როისი მარჯვენა ფლანგზე, ხალხი არ ხართ? sad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№4
ავტორი: love united
31 აგვისტო 2015 22:46
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
პირველივე ნორმალურ გუნდთან გამოჩდა ლუის ფილოსოფია areyoukiddingme სირცხვილია
0
№5
ავტორი: Mufc7
31 აგვისტო 2015 22:56
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ViDa,
მე მოგიყვან, ვიდოევიჩ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 აგვისტო 2015 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
აი რასაც ქვია ტაქტიკურად გვაჯობეს და ბლინდი გაიგდეს areyoukiddingme
0
№7
ავტორი: dachi_mu
1 სექტემბერი 2015 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Shous pirvel golshi dadanashauleba araa sworii..yvelaze did siswtafeebs eg anvitarebda mteli tamashi da win roca midiodat kargad unda daezgviat...matas shecvla udidesi shecdoma iyoo mtel matchshi..depai iyo gasayvani..felainis shecvla dagviianda da mokled ro vtqvad luis kiserzea es marcxi ra..tips wyyevladaaqvs gari monki
0
№8
ავტორი: Wardell
1 სექტემბერი 2015 01:31
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ბლინდი დაკეცეთ და სადმე ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ )))) ვადა მაინც გაუვიდეს :/
0
№9
ავტორი: red devil
1 სექტემბერი 2015 08:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ბლინდის მცველობა არსად დაიკარგოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top