გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჰოლანდიელ სპეციალისტს, ლუი ვან გალს ჯასპერ სილისენის შეძენა სურს. ამასთან დაკავშირებით "აიაქსის" წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს.
ჰოლანდიელების თქმით, გუნდს არავითარი შემოთავაზება არ მოსვლია "მანჩესტერ იუნაიედისგან". მოგეხსენებათ, რომ დავიდ დე ხეა, დიდი ალბათობით, "ბერნაბეუზე" გადაბარგდება, ამიტომ, ლუი ესპანელის შემცვლელს ეძებს. სილისენი უკვე მუშაობდა ვან გალთან ერთად ჰოლანდიის ნაკრებში. ამის მიუხედავად, "აიაქსის" დირექტორი მარკ ოვერმასი ამბობს, რომ "იუნაიტედთან" არავითარი კონტაქტი არ ჰქონია.
ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება კეილორ ნავასი. მადრიდელებმა იციან, რომ მოუწევთ დათმობაზე წასვლა, რათა მოახერხონ დავიდ დე ხეას შეძენა. ნებისმიერ შემხვევაში, "წითლებს" ძალიან გაუჭირდებათ მისი გადმობირება, ვინაიდან მეკარე არანაირ სურვილს არ გამოხატავს მანჩესტერში გადასვლაზე.
წყარო: independent
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.