თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2015, 17:18
ავტორი: ViDa,
ნანახია: 1647,
კომენტარები: 5
გარი ნევილი: " შემადგენლობის ორივე მხარეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოგვარდეს"
გარი ნევილის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აუცილებლად უნდა მოაგვაროს შემადგენლობის პრობლემა.
გარი ნევილი:
გარი ნევილის თქმით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე აუცილებლად უნდა მოაგვაროს შემადგენლობის პრობლემა. მას იმედი აქვს, რომ გუნდი შეინარჩუნებს დავიდ დე ხეას და ასევე, ისინი შეიძენენ თავდამსხმელს.

"მათ აუცილებლად უნდა მოაგვარონ განვითარებული სიტუაცია მეკარესთან დაკავშირებით. ეს ძალიან დიდი პრობლემაა. "იუნაიტედს" სჭირდება ახალი თავდამსხმელი, ასევე, ჯონი ევანსის წასვლის შემდეგ ლოგიკური იქნება, თუ გუნდი მცველსაც შეიძენს." - აცხადებს გარი ნევილი "მანჩესტერის" გუშინდელი მარცხის შემდეგ.

"გუნდს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც შეტევას საბოლოო შედეგამდე მიიყვანს. ისინი მწვავე მომენტების ნაკლებობასაც განიცდიან. ჩემი აზრით, ისინი ფიქრობენ, რომ კარგად თამაშობენ. მაგრამ ეს ასე არ არის. 25 წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" არაჩვეულებრივი გამოცდილება მიიღო. გუნდს ჰყავდა ვან დერ სარი, შმეიხელი და როდესაც ისინი ვერ აგვარებენ პოზიციურ ხარვეზებს, ეს ძალიან დიდი პრობლემებს იწვევს. ცენტრალური ფორვარდი და მეკარე- ორივე ბოლო სასწრაფოდ მოსაგვარებელია."

"თუ ხავიერ ერნანდესი წავა, გუნდი ერთი თავდამსხმელით რჩება. მე ვერ მოვისაზრებ ფელაინის ამ პოზიციაზე. ამიტომ, მათ ჰყავთ მხოლოდ ერთი ფორვარდი და ეს უეინ რუნია."

"ადრე ვისაუბრე რომეროზე და ვთქვი, რომ მასთან ერთად შორს ვერ წავალთ. ''სუონსისთან'' მარცხის შემდეგ, მგონი ეს უფრო ნათელი გახდა."


წყარო: independent
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
31 აგვისტო 2015 17:20
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
გარი მწვრთნელად!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Mike
31 აგვისტო 2015 18:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
გიგზი,გარი და პოლი მწვრთნელებად :X
0
№3
ავტორი: GeorgeBest
31 აგვისტო 2015 19:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფორვარდი აღარ დარჩა გუნდში, ამდენი მეკარე გვყავს და უკვე არც ერთის ნდობა აღარ შეიძლება, დაცვა არ გვყავს და ამ დროს 300 მილიონი გაისროლა

ცოტა ხო არ ტეხავს ეს ყველაფერი
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 აგვისტო 2015 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ამდენი ფული დაიხარჯა და მაინც ამხელა პრობლემები გვაყრია თავზე. არა მეკარე, არა დაცვა, არა თავდასხმა-ესეთი გუნდით შორს ვერ წავალთ. არ ვიცი რას ფიქრობს ვან გაალი, მაგრამ ფაქტია ეს პოზიციები გასაძლიერებელია!!!
0
№5
ავტორი: Mufc7
31 აგვისტო 2015 21:21
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სწორად უნდა დაიხარჯოს ფული და რა პოზიციაზეც გვიჭირს, მოიყვანონ იქ ვინმე, მთელი სეზონი რომეროს იმედათ თუ ვართ, კარგად გვქონია საქმე, ფორვარდი დაიმატოს ვინმე, არ დაგვტოვოს ისე ლუიიიმ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top