თბილისი:
მანჩესტერი:
31-08-2015, 16:09
ავტორი: ViDa,
ნანახია: 1694,
კომენტარები: 5
გუშინდელი მარცხისგან ჩვენ ბევრი ვისწავლეთ
ხუან მატას ბლოგი
გუშინდელი მარცხისგან ჩვენ ბევრი ვისწავლეთ
ყველას მოგესალმებით!

ახლახანს დავბრუნდი სუონსიდან, სადაც ჩვენ ამ სეზონში პირველად დავმარცხდით. გულწრფელად გეტყვით, მე ახლაც ვფიქრობ თამაშზე და იმაზე, თუ როგორ ვერ მოვახერხეთ სამი ქულის მოპოვება. ჩვენი მიზანი იყო ეს კვირა საუკეთესო გზით დაგვესრულებინა და მორიგი გამარჯვება მოგვეპოვებინა სანაკრებო შესვენების წინ, მაგრამ ამის განხორციელება ვერ შევძელით. გუნდი კარგად გამოიყურებოდა პირველ ნახევარში და ასევე, მეორეშიც. ჩვენ ანგარიში მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გავხენით. თუმცა, უკვე ხუთი წუთის შემდეგ, სუონსი ორი გოლით დაბრუნდა და სახლში უქულოდ დავბრუნდით. ჩვენ გავიტანეთ, რასაც იქვე მოჰყვა სწრაფი რეაქცია, როგორც ეს გასულ სეზონში იყო.

ჩვენ მაგალითი უნდა მივიღოთ ასეთი თამაშებიდან, ერთხელ და სამუდამოდ. ვისწავლოთ ანგარიშის შენარჩუნება, როდესაც ლიდერობ. ძალიან მიხარია, რომ შევძელი ჩემი პირველი გოლის გატანა ამ სეზონში, ეს ინგლისში ყოფნის 50-ე გოლია. სამწუხაროდ, ამან გუნდს არავითარი სარგებელი არ მოუტანა.

სირცხვილია იმიტომ ,რომ, როგორც უწინ ვთქვი, ბრიუგეში ჩვენ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვიმსახურებთ თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე. ევროპის საუკეთესო ტურნირი ყოველ წელს უნდა ტარდებოდეს ''ოლდ ტრაფორდზე''. გასული ოთხშაბათი, როდესაც ჩვენ ''ბრიუგე'' დავამარცხეთ, დასამახსოვრებელია, განსაკუთრებით, უეინ რუნისთვის. მისმა ჰეტ-ტრიკმა გვაჩვენა, თუ როგორი მნიშვნელოვანია იგი ჩვენთვის. უეინი ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება. ჩვენ მივაღწიეთ მინიმუმს, მაგრამ უფრო მეტი გვსურს.

ასევე, ამ კვირაში მე ნაკრებში გამომიძახეს. ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნისთვის თამაშობ, მით უმეტეს, როდესაც წინ სლოვაკიასთან და მაკედონიასთან თამაშები გველის.

დავუბრუნდეთ უიკენდს, მე თვალს ვადევნებდი ''რეალისა'' და ''ბარსელონას'' თამაშებს. რაფა ბენიტესის გუნდმა ძალიან კარგი გამარჯვება მოიპოვა. ბეილის სწრაფმა გოლი ძალიან დაეხმარა მათ, ორი ფანტასტიკური გოლი ხამეს როდრიგესისგან და ერთი გოლი ბენზემასგან. ''ბარსას'' გაუჭირდა ''მალაგას'' წინააღმდეგ, როგორც წინა სეზონში, მაგრამ, საბოლოოდ, კატალონიელებმა სასურველ შედეგს მიაღწიეს.

ასევე, მინდა მივულოცო უსეინ ბოლტსაც. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი ყველაზე სწრაფი ადამიანია დედამიწაზე. ძალიან მიხარია მისი წარმატება, როგორც თქვენ იცით, იგი ''მანჩესტერ იუნაიტედის'' დიდი გულშემატკივარია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბევრჯერ აღნიშნავ გუნდის გამარჯვებას ამ სეზონში, უსეინ.

ამასთან ერთად, მინდა გაცნობოთ, რომ კვირის ბოლოსთვის არაჩვეულებრივ პროექტს ვამზადებ. ვიმედოვნებ, ეს თქვენ მოგწონებათ. როგორც იცით, მე ყოველთვის ვკითხულობ თქვენს წერილებს. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მახარებს. დიდი მადლობა ყველას.

გეხვევით,

ხუანი

პ.ს: ვულოცავ ''ვალენსიას'' ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას. ძალიან გამიხარდა, ბიჭებო, თქვენ ამას იმსახურებდით! ისიამოვნეთ ჩემპიონთა ლიგით მესტალაზე!
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
31 აგვისტო 2015 16:35
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
უეინი ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯვება


გუშინ რუნის მაქსიმალურად დახარჯვა საერთოდ არ მიგრძვნია მე პირადად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: Best 7
31 აგვისტო 2015 17:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ვან გაალ გამოფხილზდი გაიხსენე აიაქსი,ბარსა,ბაიერნი, როგორ წვრთნიდი რა გუნდს აყალიბებდი გააგრძელე ეგრე გამოიყვანე დასტოინი გუნდი, ათამაშე ფეხბურთი და არა მისი კოპია! სირცხვილია სუონსისთან წაგება. უკვე უამრავი ფული დახარჯე? რა ქენი ჯერ-ჯერობით? გამოფხიზლდი და აჩვენე ყველას რას წარმოადგენს "მანჩესტერ იუნაიტედი"!
0
№3
ავტორი: GeorgeBest
31 აგვისტო 2015 19:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბრიუგეს დამარცხებით ნუ აიგეთ ოცნების კოშკები. ბრიუგესთან როგორ უნდა გაუჭირდეს გუნდს მოგება რომელსაც ტიტულებზე აქვს პრეტენზია არ მესმის
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
31 აგვისტო 2015 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რით ვერ ისწავლეთ ამდენი ხანი ანგარიშის შენარჩუნება areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Mufc7
31 აგვისტო 2015 21:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ეს გუნდი რა გადაულახავი გახდა ჩვენთვის angry ისე, რა პროექტს ამზადებს ნეტა ეს ინტრიგანი wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top