მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელმა შემტევმა, ტომას მიულერმა უარყო ჭორები იმის თაობაზე, რომ იგი მოლაპარაკებებს მართავს "მანჩესტერ იუნაიტედთან".
"ლუი ვან გაალი არ დამკავშირებია. გავიგე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემით ინტერესდება, თუმცა არაფერი ვიცი ამის შესახებ. მე "ბაიერნის" ფეხბურთელი ვარ და აქ ყოფნით ბედნიერი ვარ." - განაცხადა ტომას მიულერმა Goal.com - თან ინტერვიუში.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის, მიულერის გადასაბირებლად 85 მილიონი ევროს (59.87 მილიონი ფუნტი) გადასახდელად.